შერმადინი გააძევეს - "ტენერიფემ" ჩემპიონთა ლიგის მატჩი მოიგო

AutoSharing Option
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" მეორე მატჩი ჩაატარა და კვლავ იმარჯვა. "კანარელები" სტუმრად შეხვდნენ ესპანურ მანრესას და 84:73 დაამარცხეს. გამარჯვებაში მცირე წილი უდევს ქართველ ცენტრს, რადგან მან მხოლოდ 4:36 წუთი ითამაშა. მიზეზი დისკვალიფიკაციაა, რომელიც შერმადინმა პირველი პერიოდის მიწურულს მიიღო.

საქმე ისაა, რომ პირველი მეოთხედის ბოლო წუთზე გიორგის მსაჯებთან კამათს შეჰყვა, რაც იმით დასრულდა, რომ "ტენერიფეს" ცენტრი მოედნიდან გააძევეს. არასრულ 5 წუთში მას 2 მოხსნა ჰქონდა მოგროვებული.

K ჯგუფში "ტენერიფეს" ორიდან ორი მოგება აქვს და პირველია. შერმადინის
გუნდი, სავარაუდოდ ქართველის გარეშე 4 მარტს თურქულ პეტკიმ სპორს (0-2 ბალანსი) მასპინძლობს. 4-გუნდიანი ჯგუფიდან ორი საუკეთესო მეოთხედფინალში გადის.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული