"გთხოვ, არ იტირო, ნუ ტირი" - მიქაუტაძე და პატარა გულშემატკივარი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
Geo Team-ი საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "მეცის" ფორვარდს, გიორგი მიქაუტაძეს ესტუმრა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს.


მატჩის დასრულების შემდეგ გიორგი ბაზას ტოვებდა, რა დროსაც გულშემატკივრები ავტოგრაფის მიცემისა და სამახსოვრო ფოტოს გადაღების იმედით გასასვლელთან ელოდებოდნენ. ჩვენებურმა ავტომობილი გააჩერა, ერთ-ერთმა პატარა ბავშვმა კი სიხარულისგან ტირილი დაიწყო.

"გთხოვ, არ იტირო, ნუ ტირი" - უთხრა მიქაუტაძემ.


შეგახსენებთ, "მეცი" 21 ტურის შემდეგ 33 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას 6 თებერვალს, "ამიენის" წინააღმდეგ ჩაატარებს.


რაც შეეხება გიორგის პირად სტატისტიკას, 20 გამართულ მატჩში ქართველმა ფორვარდმა თავი
10 გატანილი გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.




მკითხველის კომენტარები / 4 /
კაი კაცი ხარ გიო.ღმერთმა გაგიმარჯოს
კახა
04 თებერვალი 2023 10:31
0
ბრავო ჟორჟ როგორ უყვარხარ მაგათაც ... ჩვენი საქართველოს არ დაკარგული შვილი ხარ კარგია რომ ჩვენთან ხარ !!!
bejo
03 თებერვალი 2023 21:26
0
წარმატებები გიო. ყველაფერი გაქვს იმისათვის რომ გამორჩეული კარიერა გქონდეს!
არტ
03 თებერვალი 2023 19:33
0
წარმატებები, გიორგი! იმედი მაქვს და მჯერა ევრო-2024ზე გაიბრწყინებ! აპა თქვენ იცით! მთელი ერი გგულშემატკივრობთ!
alexandre
03 თებერვალი 2023 14:43
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული