"გთხოვ, არ იტირო, ნუ ტირი" - მიქაუტაძე და პატარა გულშემატკივარი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
Geo Team-ი საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "მეცის" ფორვარდს, გიორგი მიქაუტაძეს ესტუმრა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს.


მატჩის დასრულების შემდეგ გიორგი ბაზას ტოვებდა, რა დროსაც გულშემატკივრები ავტოგრაფის მიცემისა და სამახსოვრო ფოტოს გადაღების იმედით გასასვლელთან ელოდებოდნენ. ჩვენებურმა ავტომობილი გააჩერა, ერთ-ერთმა პატარა ბავშვმა კი სიხარულისგან ტირილი დაიწყო.

"გთხოვ, არ იტირო, ნუ ტირი" - უთხრა მიქაუტაძემ.


შეგახსენებთ, "მეცი" 21 ტურის შემდეგ 33 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას 6 თებერვალს, "ამიენის" წინააღმდეგ ჩაატარებს.


რაც შეეხება გიორგის პირად სტატისტიკას, 20 გამართულ მატჩში ქართველმა ფორვარდმა თავი
10 გატანილი გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.




მკითხველის კომენტარები / 4 /
კაი კაცი ხარ გიო.ღმერთმა გაგიმარჯოს
კახა
10:31 04-02-2023
0
ბრავო ჟორჟ როგორ უყვარხარ მაგათაც ... ჩვენი საქართველოს არ დაკარგული შვილი ხარ კარგია რომ ჩვენთან ხარ !!!
bejo
21:26 03-02-2023
0

სიახლეები პოპულარული