მატჩის დღე! "ნაპოლი" და ხვიჩა ჩემპიონობის კიდევ უფრო დიდი შანსისთვის...

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატში მე-2 წრის მეორე ტური მიმდინარეობს. ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" უპირატესობა სოლიდურია, თუმცა ეს ლუჩანო სპალეტის გუნდს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, ლიდერობას განმტკიცება სჭირდება! სტატისტიკურმა სააგენტო opta-მ ნეაპოლელთა საჩენპიონო შანსები 98.76%-ით შეაფასა, რაც გასაკვირი ნამდვილად არაა. უახლოესი მეტოქე "სპეციაა". შეხვედრა ლიგურიაში დღეს, 5 თებერვალს, საკმაოდ ადრე, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

იტალიურ მედიაში წერენ, რომ "სპეციაში" ახალწვეულ ელდორ შომუროდოვის დიდი იმედი აქვთ და მის ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთგვარ დუელზეც მიუთითებენ. ამ დაპირისპირებას უფრო დიდი ისტორია აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

Sportall.Ge

უზბეკეთის ნაკრების წევრ შომუროდოვს საქართველოს ეროვნული ნაკრების კარში ერთ დროს დუბლიც აქვს შესრულებული. რაც შეეხება უკანასკნელ ამხანაგურ მატჩს, რომელსაც გორმა უმასპინძლა (1:0 ჩვენ სასარგებლოდ), ელდორმა მინდორზე 79 წუთი გაატარა, კვარაცხელია კი შეხვედრაში 61-ე წუთზე ჩაერთო. 

ხვიჩასა და ელდორის ურთიერთშეხვედრების ისტორია რუსეთიდან იწყება. 27 წლის უზბეკი 4 წლის განმავლობაში "როსტოვის" ღირსებას იცავდა. მას "ჯენოაში" საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა, საიდანაც "რომაში" აღმოჩნდა, თუმცა კონკურენციაში თავი სათანადოდ ვერ წარმოაჩინა.

Sportall.Ge

ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირებაში ნეაპოლელებმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს და შედეგის მიღწევა საკმაოდ გაუჭირდათ. ქართველი გარემარბი აქტიური იყო, თუმცა გატანა ვერ მოახერხა. სპალეტის გუნდს მატჩის მიწურულს ჯაკომო რასპადორის გოლმა მოაგებინა (1:0). სერია "ა"-ს იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელებულმა ლუჩანომ მაშინ ემოციები ვერ შეიკავა და საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე გააძევეს.

ნეაპოლელებს მხოლოდ ტანგი ნდომბელე დააკლდებათ. თუკი ვიქტორ ოსიმენი გატანას შეძლებს, მას 15 გოლი დაუგროვდება, რაც მისთვის უკვე კარიერაში საუკეთესო შედეგი იქნება. ქართულ-ნიგერიული დუეტის შეთამაშება მართლაც მაღალ დონეზეა აყვანილი. შეგახსენებთ, კვარაცხელიას ჩემპიონატში 7 გოლი და 8 შედეგიანი მოქმედება აქვს. მატჩის მთავარი არბიტრი 41 წლის მარკო დი ბელოა.

altზაფხულში ოსიმენის შესაძენად ფრანგული და ინგლისური გრანდები იბრძოლებენ

alt"ხვიჩა, პირველი ხარ" - ემოციური ვიდეო ნეაპოლიდან [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
რაც ვნახე, მსოფლიო რანგირებით, უზბეკეთი 77-ეა, საქართველო 78-ე.
სამართალი
05 თებერვალი 2023 10:37
0
შომუროდოვი ძალიან კარგი ფეხბურთელია მაგრამ ხვიჩასთან შედარება რანაირად? ხვიჩა არის უმაღლესი დონე! უმაღლესი კი ნიშნავს უმაღლესს!!!
ზაზა
05 თებერვალი 2023 10:35
0
ხვიჩა რომ ჩვენი იმედია ორი აზრი არ არსებობს მაგრამ ამ ბოლოს თითქოსდა მართლაც ვეღარ იტევს ისე თამამად ( დაგრუზეს იტალიელებმა შევისწავლეთო) ნუ მიაქცევთ ისევ ისე გააგრძელე ვერაფერს დაგაკლებენ თავდაჯერებულობა არ დაკარგო 100 დან ასჯერ ვერც მესი და ვერც მარადონა ატყუებდა მეტოქეს. ისევ ისე შენებურად მეტი სისწრაფე ცოტა ფიზიკაშეც მოუმატე მხარი კარგად ჩაუდგე ბურთთან არ მიაკარო იცოდე თავდაჯერებულობა ყველაზე დიდი მინუსია ქართველების ყველას ვინც ვერ ამართლებს ეგ ემართებოდათ პროფესიონალიზმი ზუსტად ეგაა ეგ მაკარონიკები ვინ უნდა შეაშინონ შენ მეომარი ხალხის გენი გაქვს ყოველთვის ერთი ათზე მოდიოდნენ. ხვიჩა გვჯერა შენი შრომას არ მოუკლო ველოსიპედის გამოგონება არაა საჭირო აკეთე ის რაც კარგად გამოგდის. უფალი შეგეწიოს შენ და შენს ოჯახს.
კახა
05 თებერვალი 2023 10:04
1
ერთი თამაშის წინ მაინც დაასვენეთ ეს ბიჭი რატომ გრუზავთ ამ უაზრობებით შომურადოვი არა იხვი
Rezo
04 თებერვალი 2023 12:24
2
ამ უზბეკ ბიჭის არაფერს ვერჩი პიროვნულად მაგრამ საქართველოს და უზბეკეთის შედარება საფეხბურთო სფეროში ფსკერს ქვემოთაა .
dato
04 თებერვალი 2023 11:03
1
ისტორიულ ჭრილში კი ბატონო მაგრამ ჩვენი საკლუბო ფეხბურთი მეეჭვება დიდად აღემატებოდეს უზბეკურს, ეს რომ სირცხვილია ამაზე მგონი ყველა ვთახმდებით, რა თქმაუნდა ლიგა რო დაბალი დონის გვაქვს ეს ევროტურნირებზე ასპოარეზობაში კარგად ჩანს, თუმცა ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, ქართველებმა კარგად ჩავიხედოთ ჩვენს გულებში და ვაღიაროთ რომ არ გვიყვარს ფეხბურთი ისე როგორც სხვებს, ესეც არის ჩემპიონატის დიდი პრობლემა. ინგლისის მე-4 ლიგის გუნდის თამაშებზე ათასობით ადამიანი დადის, ნახეთ რა ხდება არაბეთის, მაროკოს, ზოგადად ჩრდილოეთ აფრიკის ჩემპიონატებზე, თნდაც თურქეთში, ბევრ დინამოზე უარეს გუნდს ჰყავს ქომაგი, ჩვენ თასის ფინალშიც არ მივდივარ სტადიონზე, ეს დიდი პრობლემაა, ის თემა რო დონე დაბალია, როცა მოიმატებს მერე დავიწყებ სიარულს არის სისულელე.
david1998 ynwa
04 თებერვალი 2023 12:57
2
დაანებეთ ამ პოსტსაბჭოურ შედარებებს! სად კვარა სად ეგ შომურუდოვი, სად საქართველო, სად უზბეკეთი!!!
პროფესტო
04 თებერვალი 2023 09:45
3
საინტერესოა როგორ გააღწია რუსეთიდან ამან, როგორც ჩანს რუსებს უზბეკების მაინცდამაინც არ "ეშინიათ"
01.
04 თებერვალი 2023 07:35
2
ზუსტადაც რომ უზბეკების რუსებს ეშინიათ. ეგ მრავალრიცხოვანი, თურქულენოვანი ხალხია. საკმაოდ ძვეელი კულტურის მატარებელი, ხოლო ბოლო წლებში დიდი ეკონომიური ნახტომი გააკეთეს, შედეგად საკმაოდ ძლიერი ჯარი შექმნეს. სამხედრო ექსპერტმა თქვა ტვ-ში: თუ რუსეთი იგივეს დაიწყებს ყაზახეთთან, მათ უზბეკეთი დაეხმარებათ, ხოლო დღეს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფაქტორის გათვალისწინებით, რუსებს არ შეუძლიათ უზბეკეთის ჯარის დამარცხებაო.
ბებიკომ
04 თებერვალი 2023 10:34
1
შაურმოდოვი ვინაა?!)
გიუშა
03 თებერვალი 2023 22:22
12
აგენტებმა რო რომას შეტენეს წვრილთვალა მარგალიტია ეგაა
Levani
04 თებერვალი 2023 07:18
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული