ხვიჩას მორიგ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე - რა სერიოზულია პრობლემებია "ნაპოლის" დღევანდელი მეტოქის ბანაკში

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში "ნაპოლი" გასვლაზე "სპეციას" დაუპირისპირდება.

"პარტენოპეის" დღევანდელი მეტოქის ბანაკში კი მატჩის წინ სერიოზული პრობლემებია.

"სპეციას" მთავარმა მწვრთნელმა ლუკა გოტიმ თქვა, რომ დღეს ერთბაშად ცხრა უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელს მოისაკლისებენ.

გუნდს დღეს ემანეულ ჯასი, მ'ბალა ძოლა, ემილ ჰოლმი, იაკოპო სალა, სიმონე ბასტონი, ალბინ ეკდალი, ვიქტორ კოვალენკო, ჯეროენ ზუტი, ჟოაო მოუტინიო და საიმონ ჟურკოვსკი ვერ დაეხმარებიან.

სავარაუდოდ, სათადარიგოთა სკამზე ვერ იქნება და გუნდს უშუალოს მოედნიდან ვერ დამოძღვრავს მთავარი მწვრთნელი, რომელმაც ორშაბათს ოპერაცია გაიკეთა და მთელი კვირა გუნდს დისტანციურად, ასისტენტების მეშვეობით
ავარჯიშებდა.

"სპეციაში" დღეს სავარაუდოს ელდურ შომუროდოვის დებიუტი შედგება, ვინაც "რომადან" ინათხოვრეს.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლის" მორიგი მატჩი დღეს თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა "ვინაც"!
ან მასწავლებელი,ან კორექტორი არ გვყავს?
მონავარდე
13:03 05-02-2023
2
არ მოდუნდეთ,წინასწარ არ მოიგოთ ტვინებში!!
0

სიახლეები პოპულარული