რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "სპეციასთან" მატჩში

AutoSharing Option
სერია A-ს 21-ე ტურში "ნაპოლი" "სპეციას" ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. სტუმართა ქართველმა ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

ცნობილმა პორტალმა Sofascore-მა ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და 8.8 ქულა დაუწერა, მის შემდეგ კი ყველაზე მაღალი შეფასება "სპეციასთან" დუბლის ავტორმა ვიქტორ ოსიმენმა დაიმსახურა. ნიგერიელის თამაში 8.6 ქულით შეფასდა.

"ნაპოლი" 56 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ინტერს" 16 ქულით უსწრებს და 12 თებერვალს "კრემონეზეს" მიიღებს.

altკვარაცხელიას გოლი და საგოლე გადაცემა, ოსიმენის დუბლი - "ნაპოლი" "ინტერს" 16 ქულით გაექცა

მკითხველის კომენტარები / 8 /
ახალი თაობა არ ვარგა, არ ვარგაო სულ რომ გაიძახით, ა ბატონო, ვარგა:)))
გიორგი
08 თებერვალი 2023 08:42
0
ერთია რას თამაშობს და მეორეა, როგორ ქართველობს. ეს ბიჭი მართლა ბრილიანტია ამ ნაცრისფერ სივრცეში. მადლობა მას და მის ოჯახს და მშობლებს.
ილო
06 თებერვალი 2023 09:42
1
სერია ა-ს, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, უდავოდ. შენ გენაცვალე, ჩვენო ბრილიანტო. თავი სიზმარში მგონია, ხალხოო.
დიდება საქართველოს!!!

ბრწყინავს, ბრწყინავს და კაშკაშებს ქართული ნიჭი.
და ეს მხოლოდ დასაწყისია.
ლევანი
05 თებერვალი 2023 22:56
2
ერთი ლეაო ეკუნკურენტებოდა მარა ისიც არაა ფორმაში. მგონი უკონკურენტოა წელს. პირველივე სეზონში რეები აკეთა მართლა დაუჯერებელია
!!
06 თებერვალი 2023 09:20
1
სრულიად დამსახურებულად, მიუხედავად იმისა რომ ოსიმენმა 2გოლი გაიტანა. თვითონას შეეძლო ხვიჩას ამ გოლის გატანა
დავით 67
05 თებერვალი 2023 20:15
2
სოსო-ს 100%
დავით 67
06 თებერვალი 2023 00:57
0
თვითონაც რომ გაიტანდა და მაინც პასი მისცა,ვფიქრობ სწორედ ამიტომ შეაფასეს მისი თამაში,ოსიმენის თამაშზე მეტად.ისე,ბოლო 20-25წუთი,გუნდი უკვე სიამოვნებისათვის თამაშობდა და ცდილობდა,გოლთან ერთად,სილამაზეც შეექმნა.
სოსო
05 თებერვალი 2023 22:54
0
აბა რააა:))) გენაცვალე ხვიჩა კვარაცხელია,მადლობა ჩვენი გახარებისთვის ყოველ ჯერზე!!!
გულშემატკივარი
05 თებერვალი 2023 19:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული