მიქაუტაძის გოლი და საგოლე პასი - "მეცმა" მოიგო და მეოთხე ადგილზე გადავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის 22-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ გასვლაზე „ამიენი“ 2:0 დაამარცხა და ლიგა 1-ში გადასასვლელად ბრძოლას აგრძელებს.

სტუმრები ქართველმა თავდამსხმელმა 55-ე წუთზე თავის მიერ მოპოვებული პენალტით დააწინაურა - ის 11 გატანილი გოლით ჯოშუა მაჯასთან ერთად ჩემპიონატის ბომბარდირია. მე-80 წუთზე კი მიქაუტაძემ ბურთი კუთხურიდან ჩააწოდა და არტურ ატამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მოკლედ, გიორგიმ მიმდინარე ტურნირზე მეხუთე საგოლე პასი მიითვალა და 89-ე წუთზე შეცვალეს.

„მეცი“ 36 ქულით მეოთხე ადგილზეა და 13 თებერვალს „კანს“ უმასპინძლებს.

ამიენი. „დე ლა ლიკონი“
ამიენი - მეცი
0:2

გოლები: 0:1 მიქაუტაძე (55, პენ), 0:2 ატა (78)

მკითხველის კომენტარები / 4 /
საწყენია, რომ ლიგა 2-დან მხოლოდ 2 გუნდი გადის ლიგა 1-ში და მეცი ბორდოს კონკურენტია, რადგან ჰავრი დიდი უპირატესობითაა პირველ ადგილზე!
ლაშა
10:51 07-02-2023
1
ძალიან ცუდი თვისება აქ პასს არ იძლევა, პენალტამდე ორივე მხარეს შეეძლო პასის შეყოლება. სხვა თამაშებშიც შემიმჩნევია.
semi
09:31 07-02-2023
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული