ტურის წინ 13-ქულიანი უპირატესობა საკმაოდ კომფორტულია, თუმცა ეს რამდენად მისცემს ლუჩანო სპალეტის საშუალებას, შემადგენლობაში როტაცია მოახდინოს, რთული სათქმელია. ამ ამბავმა სულ ცოტა ხნის წინ არ გაამართლა, როცა ნეაპოლელები თასზე ასპარეზობას სწორედ "კრემონეზესთან" გამოეთიშნენ. ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც დღეს 22 წლის გახდა (რასაც ვულოცავთ), იმ შეხვედრაში არ მონაწილეობდა, ვიქტორ ოსიმენს კი ცოტა დრო
თუკი როტაციაზე ვსაუბრობთ, ყველაზე ნაკლებად ის სტანისლავ ლობოტკას ეხება, რომელმაც ხსენებულ სათასო პაექრობაში გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. ჩემპიონატში მოუგებელ მეტოქესთან და რთული მატჩების წინ სამწვრთნელო შტაბს უკანასკნელი შანსი აქვს, სლოვაკი ნახევარცველის ამოსუნთქვაზე იფიქროს. მისი ალტერნატივა დიეგო დემეა, რომელიც ძალიან ცოტას თამაშობს, უფრო მეტი ვარაუდი კი იმისაა, სასტარტოში ტანგი ნდომბელე ვიხილოთ, რაზედაც ზოგიერთი იქაური მედია წერს. რთული სათქმელია, თუ არა აქ, სხვაგან სად უნდა მიეცეს თავის გამოჩენის შანსი პოლონელ ახალწვეულ ბარტოს ბერეზინსკის, რომელიც "კოპა იტალიაზე" მარჯვენა მცველის პოზიციაზე 120 წუთი გაისარჯა, თუმცა ნაკლებად დამაჯერებლად. კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცოც ბევრს თამაშობს.
რამდენიმე პოზიცია არსებობს, სადაც სპალეტის მუდმივი როტაციის საშუალება აქვს და საინტერესოა, ახლა ვის დაეყრდნობა - რუი/ოლივერა, ლოსანო/პოლიტანო და ზელინსკი/ელმასი. თამაშის ბედის დროზე ადრე გადაწყვეტის შემთხვევაში, კვარაცხელია-ოსიმენის დუეტს მაქსიმალური დასვენების საშუალება უნდა მიეცეს.
"ნაპოლის" უახლოესი კალენდარი:
მართალია, "კრემონეზეს" სერია "ა"-ში გამარჯვება არ უგემია, თუმცა ქვეყნის თასზე "რომაც" დაამარცხა და უძლეველი მოწინააღდმეგე არც ნახევარფინალში ელის - ფლორენციის "ფიორენტინა". გამოცდილი დავიდე ბალარდინის ხელი გუნდს მაინც დაეტყო. ლუკა ლოჩოშვილი კვლავ ტრავმირებულია. ოსიმენისა არ იყოს (ის სერია "ა"-ს იანვრის მოთამაშედ დაასახელეს), კრემონელთა მთავარი მეგოლეც ნიგერიელია. კირიელ დესრესმა ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში (4:1 ნეაპოლელთა სასარგებლოდ) გაიტანა, სულ კი 3 გოლი და 1 შედეგიანი პასი აქვს. გეტყვით, რომ თასზე "ნაპოლის" კარი შვეიცარიელმა ჩარლს პიკელმა და განელმა ფელიქს აფენა-გიანმა აიღეს.
მატჩს ლუკა მასიმი განსჯის, რომელიც უხეშობას არავის პატიობს და გაფრთხილებებს თამამად იყენებს. მიმდინარე სეზონში ნეაპოლელებს მან "სპეციასთან" და "ტორინოსთან" უმსაჯა.
"გამიმართლა, რომ მათი თანაგუნდელი ვარ და არა მოწინააღმდეგე" - მერეტმა "კვარასა" და ოსიმენზე ისაუბრა
არის თუ არა კრახი "ნაპოლის" მარცხი, რას შეცვლიდა "კვარა" და რა პრობლემები გამოიკვეთა?
სერია ა უფულობამ ძალიან მოსპო.
რას გვანან გუნდები, ნაპოლის გარდა ყველა არასტაბილურია.
თასი კვარა და კომპანიასთან მოდის ნელნელა , ბრძოლა ოთხეულში შესვლისთვის იქნება დაუნდობელი.
უკვე ქუჩაში ვერ გადის ტიპი, წარმომიდგენია სკუდეტოს მოგების მერე რა დღეში იქნებიან ნეაპოლელები
ტოპებს რომ შეადარო, ბევრს არ აქვს მსგავსი რამე გაკეთებული, გადადიხარ საშუალო დონის გუნდში, რომელიც ტრადიციულად არასტაბილურია, 21 წლის ასაკში გუნდის ყველაზე მთავარ თუ არა, ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ იქცევი და 33 წლის ნანატრ თასს ადებინებ.
რაც არ უნდა მოგვწონდეს, ნაპოლია რა. არ ჰყავს არც მოდრიჩი, ხავი ინიესტა და არც სქოულზი და ბექჰემი
მანჩესტერით და რეალით თასები არავის უკვირს, ასეთ გუნდში კიდე სხვა მუღამი აქვს.
ახალ კონტრაქტზე ელაპარაკებიან კვარას , წელიწადში 2.5 მილიონზე არის საუბარიო.
ეშინიათ, დიდი ბიძიები ტრიალებენ უკვე ნაპოლის ფეხბურთელების გარშემო და ათასნაირი შემოთავაზება იქნება კიდევ.