სერია A-ს 22-ე ტურში, პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „კრემონეზეს“ 1:0 ამარცხებს.
აუტსაიდერმა მეტოქეს თავიდან მაღალი პრესინგი შესთავაზა, როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში კონტრიერიშებზე ააგო და საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა. მასპინძლებმა პირველი მომენტი მე-20 წუთზე შექმნეს, როდესაც დი ლორენცოს თავით დარტყმული ბურთი მეკარე კარნეზეკმა მოიგერია, მომდევნო შეტევისას კი კვარაცხელიამ საჯარიმოს კიდესთან დრიბლინგი წამოიწყო, ცენტრისკენ შეიწია და ნეაპოლური გუნდი დააწინაურა. შემდეგ დი ლორენცოს ჩაწოდებული ბურთი ხვიჩამ თავით ოდნავ ააცილა მიზანს. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ქართველი ფერარისთან კონტაქტისას მეტოქის საჯარიმოში გაზონზე აღმოჩნდა, თუმცა მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - კრემონეზე
გოლი: კვარაცხელია (21)