"კვარას" თამაშით იტალიური მედია კიდევ ერთხელ აღფრთოვანდა. გთავაზობთ მათ შეფასებებს:
"თავისი 22-ე დაბადების დღე 50 000 ადამიანის წინაშე გატანილი გოლით აღნიშნა. 77-ე ნომერი "ნაპოლის" ჩემპიონატში მე-18 გამარჯვებისკენ გაუძღვა" - Goal Italia.
"მისმა გოლმა მატჩში განსხვავება შექმნა. სწორედ ქართველის მოქმედებამ შეცვალა შეხვედრის ბედი. "კვარა" ფენომენალურია! - Eurosport-ი.
"ფენომენი! სხვა ეპითეტის გამოყენება საჭირო აღარ
"მისი შეჩერება უფრო და უფრო რთული ხდება. გაიტანა ბრწყინვალე გოლი, რომელმაც მატჩი გახსნა" - Calciomercato.
"თუ მის მოძრაობას მარჯვნივ ელოდები, მარცხნივ წავა; თუ მარცხნივ დაელოდები - მარჯვნივ. საწყალი სერნიკოლა ("კრემონეზეს" მცველი) ალბათ ეკრანებზე გოლს კიდევ ერთხელ უყურებს, რათა გაიგოს, რა გაუკეთა ქართველმა ისეთი, რომ ასე ადვილად მოატყუა. "კვარა", გილოცავთ დაბადების დღეს, მაგრამ წვეულებაზე "კრემონეზეს" ფეხბურთელები მიწვეულნი არ არიან" - Corriere Dello Spot-ი.
"თითქოს ხვიჩას ჯადოსნური ჯოხი აქვს. "კვარა" აგრძელებს მაგიურ თამაშს. როცა თამაშს გრძნობს, მისი შეჩერება შეუძლებელია" - Calcionapoli1926.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" 59 ქულით სერია A-ს ლიდერია. სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 17 თებერვალს "სასუოლოს" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
დე ლაურენტისი: ლამაზი "ნაპოლი" "კვარათი", რომელმაც დაბადების დღე დიდებულად აღნიშნა
იუბილარი კვარაცხელიას მეცხრე გოლი - "ნაპოლი" სკუდეტოს კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]