"საქართველოს ნაკრებს "ნაპოლის" სუპერვარსკვლავი და "ვალენსიას" მეკარე ჰყავს" - მონღოლეთის ფეხბურთის ფედერაციის გამოხმაურება

AutoSharing Option
დღეს, 13 თებერვალს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას 25 მარტს მონღოლეთის წინააღმდეგ გამართავს.

აღნიშნულ ფაქტს მონღოლეთის ფეხბურთის ფედერაცია გამოეხმაურა:

"მონღოლეთის ეროვნული ნაკრები, ისტორიაში პირველად, ევროპულ გუნდს ეთამაშება. ჩვენ გამოვალთ საქართველოს ძლიერ ნაკრებთან, რომელსაც "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი და იტალიური "ნაპოლის" სუპერვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს".

აქვე გეტყვით, რომ მეორე ამხანაგური მატჩი 12 ოქტომბერს, ტაილანდთან გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 26 /
საითაც მივდივართ, საფეხბურთო გარემოსაც შესაბამისს გვაგუებენ :)
6
90-იანების დასაწყისში ვიღაც გერმანლმა (არ მახსოვს ზუსტად რომელმა, ბეკენბაუერმა თუ მატეუსმა, თუ ...) რომ თქვა საქართველოსნაირ გუნდებს არ უნდა ვეთამაშებოდეთო, დღემდე გვახსოვს და ვაგინებთ (სამართლიანად).ჰოდა,სანამ მონღოლებს ცხვირს ავუბზუებთ ...
შეტევა
21:15 13-02-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული