დღეს, 13 თებერვალს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას 25 მარტს მონღოლეთის წინააღმდეგ გამართავს.
აღნიშნულ ფაქტს მონღოლეთის ფეხბურთის ფედერაცია გამოეხმაურა:
"მონღოლეთის ეროვნული ნაკრები, ისტორიაში პირველად, ევროპულ გუნდს ეთამაშება. ჩვენ გამოვალთ საქართველოს ძლიერ ნაკრებთან, რომელსაც "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი და იტალიური "ნაპოლის" სუპერვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს".
აქვე გეტყვით, რომ მეორე ამხანაგური მატჩი 12 ოქტომბერს, ტაილანდთან გაიმართება.