თანხმობა 100 მილიონ ევროზე - პრემიერლიგის გუნდი მზადაა, ხვიჩას სანაცვლოდ ეს თანხა გადაიხადოს

AutoSharing Option
Tribal Football-ი იუწყება, რომ "ნიუკასლი" ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას ხელში ჩასაგდებად ყველა ღონეს იხმარს.

აღნიშნული წყარო უფრო შორსაც მიდის და აღნიშნავს, "კაჭკაჭები" მზადაა, ქართველის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გაიღოს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას "პარტენოპეისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. გუშინ მისმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა თქვა, რომ კვარაცხელიას შეძენით არაერთი დიდი გუნდია დაინტერესებული.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ "ნიუკასლი" საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდის საკუთრებაა, რომლის ბიუჯეტიც 320 მილიარდ ფუნტ სტერლინგს უტოლდება, რითიც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათთვის დიდი თანხის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენს.

კომპანიის მენეჯერი მოჰამედ
ბინ სალმანია, რომელიც საუდის არაბეთში მეფის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს. ბინ სალმანი საუდის არაბეთის ეკონომიკისა და განვითარების საბჭოს თავმჯდომარეცაა.
მკითხველის კომენტარები / 55 /
არ წავა ალბათ, იმედია არ იზამს მაგას. ნიუკასლის თამაშების ყურებაღა მაკლდა :დდ
ABCABC
16:42 16-02-2023
1
ეს ვარაუდები არის სრულიად უადგილო. ახლა ჩემპიოთა ლიგაზე ხვიჩა დახატავს მძაფრ გამარჯვებებს, საოცარ დრიბლინგებს, ფანტასტიკურ პასებს გააკეთებს, სასწაულ გოლებს შეაგდებს, სკუდეტოს მოიგებს და მერე ზაფხულში ვნახოთ, რომელი გუნდი რას შესთავაზებს ნაპოლისაც და ხვიჩასაც!
aburjga
20:57 16-02-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული