ცხადია, იტალიური მედია 22 წლის გარემარბის თამაშით კიდევ ერთხელ აღფრთოვანდა, გთავაზობთ წამყვანი გამოცემების კომენტარებს:
"კვარას" უკვე ორნიშნა მაჩვენებელი აქვს, ქართველმა გათამაშებაში მე-10 გოლი გაიტანა, "სასუოლოსთან" უდიდესი ოსტატობა გამოავლინა და შეტევა ცენტრიდან დაიწყო, მომენტიც, რა თქმა უნდა, თავად დაასრულა" - Sportmediaset-ი
"მისი შეჩერება შეუძლებელია. დრიბლინგის, მომენტის დასრულებისა და სისწრაფის შესანიშნავი კომბინაცია. სერია A-ში მსგავსი რამ იშვიათად გვინახავს. ხვიჩას გატანილი გოლი ნამდვილი მარგალიტია" - Eurosport-ი
"სერია A-ს მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა. ვიქტორთან ერთად ქმნის ტანდემს, რომლისაც ნახევარ ევროპას შურს, ხვიჩას შეჩერებას ვერავინ ახერხებს" - Calcionapoli
"მოწინააღმდეგეს თავისი კლასი კიდევ ერთხელ აჩვენა. ძალა, ტექნიკა, სისწრაფე "კვარას" ყველა ეს თვისება გააჩნია, იგი "მარველის" სუპერ გმირს ჰგავს" - Areanapoli
"კვარა მოწინააღმდეგის შიშს იწვევს, ყველაფერს უნმარტივესად აკეთებს. მისი დრიბლინგი ჩვეულებრივი ადამიანისას არ ჰგავს, "სასუოლომ" მის განეიტრალებაზე ბევრი იმუშავა, თუმცა ხვიჩა ყველას და ყველაფერს დრიბლინგით გვერდს უვლის" - Corriere dello Sport-ი
"ფენომენის კიდევ ერთი ფენომენალური თამაში. აღსანიშნავია მისი გატანილი გოლი, რომელიც მოედნის ცენტრიდან დრიბლინგით დაიწყო და ოსიმენზე გაკეთებული ფანტასტიკური გადაცემა" - Tuttonapoli
"ნაპოლი" 62 ქულით ლიდერია და უახლოესი მდევარი "ინტერი" 18 ქულით ჩამოიტოვა, რომელიც ხვალ "უდინეზეს" უმასპინძლებს. სპალეტის გუნდი 22 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში ფრანკფურტში "აინტრახტს" დაუპირისპირდება, 25 თებერვალს კი გასვლაზე "ემპოლის" შეხვდება.
"სერია A მათ არ იმსახურებს" - იტალიელმა ჟურნალისტმა "კვარასა" და ოსიმენზე ისაუბრა
რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "სასუოლოსთან" მატჩში
დეულოფეუ: "კვარა" ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია