ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

დავითაშვილის "ბორდომ" მოიგო, მიქაუტაძის "მეცი" კი ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ში 24-ე ტური გაიმართა - ზურიკო დავითაშვილის "ბორდომ" სახლში 2:1 სძლია "პარიზს", გიორგი მიქაუტაძის "მეცი" კი სტუმრად "დიჟონს" დაუზავდა - 0:0.

დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ჟირონდული გუნდი 42 ქულით მეორე ადგილზეა და 27 თებერვალს სტუმრად "ამიენს" დაუპირისპირდება.

მიქაუტაძე სასტარტოში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო "მეცი" 38 ქულით მეოთხე პოზიციაზეა და 25 თებერვალს "ნიმს" უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ