გიორგი მიქაუტაძე: პირველი მატჩის მოსაგებად ვემზადებით

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ გააკეთა:

"მოხარული ვარ აქ ყოფნით. ისტორია დავწერეთ და პირველად ვართ ევროპის ჩემპიონატზე.

ველოდებით თურქეთთან თამაშს. ვიცით, როგორ თამაშობს მეტოქე და ვემზადებით პირველი მატჩის მოსაგებად და ჩემპიონატის კარგად დასაწყებად.

გოლების გატანა მიყვარს და მზად ვარ პირველი თამაშისთვის. მჯერა, რომ მექნება გოლის გატანის შანსი. ვიცი ჩემი შესაძლებლობები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ თურქეთთან სადებიუტო გოლი გავიტანო ევროპის ჩემპიონატზე და პირველი გამარჯვება მოვიპოვოთ".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 18 /
გიორგი კარგი ბიჭი ხარ! მაგარი ფეხბურთელიც, მაგრამ ერთი ნაკლი გაქვს, შენი წვერი! ახალგაზრდა ბიჭი ხარ და რათ გინდა ეს უშნო წვერი, რომელიც ნამდვილად არ გიხდება, მოიპარსე ამას მარტო მე არა ბევრი გთხოვს, რადგანაც ჩვენ გულშემატკივრებს გვინდა, რო მინდორზეც მოწესრიგებულები გახვიდეთ, გარეგნულ იერს დიდი მნიშვნელობა აქვს! გიო, ჩემი კომენტარი არ მიიღო ჩასაფრებულის პოზიციიდან, პირიქით ნაკრების დიდი ქომაგი ვარ და წარმატებას გისურვებთ!
გია
13:18 17-06-2024
8
ჩაკვე წამოიხევს ჩალთანოღლუს ტექნიკის ხარჯზე-აი ნახავთ-ის კიდევ საკმაოდ პატივმოყვარე და უხეშია-ამოტომ კარგი იქნება გააწითლონ, თან არგენტინელი მსაჯია, რომელსაც ერთ თამაშში 10 ფეხბურთელი ყავს გაძევებული და თვალებზე ეტყობა "გიჟია" ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ეს და ტექნიკის ხარჯზე ბევრი ჯარიმა ავკიდოთ თურქებს მაგრამ ამავე დროს გიო და კვარა ფრთხილად უნდა იყვნენ ჩეხებთანაც ხომ უნდა ულიდერონ გუნდს
inviz9
11:18 17-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული