"ლიონს" ორი არჩევანი აქვს - მიქაუტაძის დაბრუნება მშობლიურ გუნდში თუ ნიდერლანდელი ფორვარდის დამატება?

AutoSharing Option
The Sports Daily წერს, რომ "ლიონი" გუნდის ფორვარდის, ალექსანდრ ლაკაზეტის შემცვლელს ეძებს, რომელიც ამ ზაფხულს საუდის არაბეთს მიაშურებს.

"ოლიმპიკს" ორი ვარიანტი აქვს და ორივე საფრანგეთიდან. ჩვენთვის სასიამოვნო ისაა, რომ ერთ-ერთი გიორგი მიქაუტაძეა, რომლის "მეციც" უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა, ქართველმა კი ლიგა 1-ის გასულ სეზონში 13 გოლი გაიტანა.

ჩვენებური კარიერას სწორედ "ლიონში" იწყებდა და შესაძლოა, ის მალე მშობლიურ გუნდს დაუბრუნდეს კიდეც. თანაც, 23 წლის ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ მომავალ წელს კვლავ საფრანგეთში იბურთავებს.

"ოლიმპიკის" მეორე არჩევანი ასევე 23 წლის "ტულუზას" ნიდერლანდელი თავდამსხმელი ტაის
დალინგაა, რომელმაც გასულ სეზონში ლიგა 1-ის 33 შეხვედრაში 14 გოლი შეაგდო.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დალინგას დამატებას ამა წლის იანვარში პრემიერლიგის ბინადარი "ბრენტფორდი" ცდილობდა და 18 მილიონი ევროს გადახდაზეც იყო ყაბულს, თუმცა "ტულუზას" 20 მილიონის მიღება სურს. ინფორმაციისთვის, დაახლოებით ამ ფასში შეელევა "მეციც" მიქაუტაძეს და როგორი არჩევანი ექნება საბოლოოდ "ლიონს", ძალიან საინტერესოა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა დალინგაა ? შედარებაც არ შეიძლება მაგის გიორგისთან ! ამას პლიუს საკუთარ ქალაქში და მშობლიურ გარემოში უფრო ლაღად ითამაშებს და თუ ლიონის შეფებს ჭკუა აქვთ გიორგი უალტერნატივოა მაგათთვის ! თუმცა აქ მეორე საკითხიცაა--ლიონი კონფერენც ლიგაზე გამოვა წელს და გიორგიმ მთავარია ეხლა ევროპაზე მაგრა ითამაშოს და მერე მონაკო აუცილებლად იყიდის და ლიგაზეც ითამაშებს !
zura222
18:22 11-06-2024
1
იმედია თურქეთთან თამაშამდე ქართულად ილაპარაკებს))))
Shavi kaci
16:37 11-06-2024
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული