"აინტრახტთან" ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად მოგებული მატჩისას (2:0) "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გაკეთებულმა საგოლე გადაცემამ რუსი კომენტატორი აღაფრთოვანა:
"როგორი სილამაზეა, 2:0. კაპიტან დი ლორენცოს გოლი. გაუმარჯოს ფეხბურთს. ხვიჩა! თუ თქვენ არ იცით, რა არის საფეხბურთო საქართველო, მაგალითად, თუ საკუთარი თავისთვის არ დაგისვამთ კითხვა, აი, ესაა, აი, ესაა. ყიფიანი, დარასელია, ქინქლაძე, არველაძე, ხვიჩა, სტუმართმოყვარე საქართველოს საუკეთესო ტრადიციები. აი, ყველაფერი ეს ამ ქუსლურ პასში.
როგორი გოლია, ღმერთო ჩემო. ვუერთდები ამ აპლოდისმენტებს. როგორი ლამაზია, როგორი ლამაზია".
მატჩის მიმოხილვაში "ჩემპიონატმა" სწორედ ამ ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება: "რა შედევრი შექმნა ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაზე! 1/4-ფინალში გასვლა თითქმის გადაწყვეტილია. როგორ ლამაზად ითამაშა კვარაცხელიამ! ის საგოლე გადაცემის ავტორი გახდა - ბურთის დამუშავებისას მარჯვედ შემობრუნდა და დი ლორენცოს ქუსლით პასი გაუკეთა. ნამდვილი შედევრი. მარჯვენა მცველს არ ჰქონდა საფეხბურთო ხელოვნების ასეთი შემოქმედების გაფუჭების უფლება. არც გააფუჭა".