"სლოვანის" ზედიზედ მესამე ფრე - ქართველების გუნდმა ლიდერობა დაკარგა

AutoSharing Option
სლოვაკეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში „სლოვანი“ სტუმრად „ზლატე მორავცესთან“ ფრეს დასჯერდა - 1:1.

სტუმართა რიგებში 90-ე წუთამდე ითამაშა გურამ კაშიამ, ხოლო ჯაბა კანკავამ და გიორგი ჩაკვეტაძემ - შეუცვლელად.

აღსანიშნავია, რომ ბრატისლავურმა გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი დაასრულა ფრედ.

„სლოვანმა“ ლიდერობა დაკარგა, 44 ქულით მეორე ადგილზეა, დაკ-ს 1 ქულით ჩამორჩება და 4 მარტს სტუმრად „ზემპლინს“ დაუპირისპირდება.

ზლატე მორავცე. „ვიონი“. 3 013 მაყურებელი
ზლატე მორავცე - სლოვანი 1:1
გოლები: 0:1 ვაისი (25), 1:1 კრიჟანი (53, საკ. კარში)


მკითხველის კომენტარები / 3 /
ძნელია უმხელა ტრამვებია მერენ იფრინო მაგრამ რაც დრო გავა უფრო და უფრ9 მოუმატებს.
ქომაგი
11:19 27-02-2023
0
ბოლო თამაშები არ მიყურებია, მაგრამ ზოგადად გიოს ნაკლი ჟილკის ნაკლებობაა. მეტად უნდა აიღოს თამაში საკუთარ თავზე. უფრო ხშირად ურტყას კარში. ის თითქოს იდეალურ მომენტს ეძებს კარში დასარტყმელად ეგ კი სწორ არ არის- ზოგჯერ უნდა გარისკო კიდეც. ზოგჯერ ააცილებ, ზოგჯერ დაგიბლოკავენ მერე რა. მიმწოლი უნდა იყო. ასეთია ფეხბურთი. დანარჩენი ყველაფერ აქვს დიდი ფეხბურთის სათამაშოდ. სისწრაფე, ტექნიკა, დარტყმა, მინდვრის ხედვა. კვარაზე ნაკლები ტალანტი არ აქვს ჩემი აზრით, უფრო თავდაჯერებული, მიმწოლი და აქტიური უნდა იყოს.
არტ
12:31 26-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული