ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"სლოვანის" ზედიზედ მესამე ფრე - ქართველების გუნდმა ლიდერობა დაკარგა

AutoSharing Option
სლოვაკეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში „სლოვანი“ სტუმრად „ზლატე მორავცესთან“ ფრეს დასჯერდა - 1:1.

სტუმართა რიგებში 90-ე წუთამდე ითამაშა გურამ კაშიამ, ხოლო ჯაბა კანკავამ და გიორგი ჩაკვეტაძემ - შეუცვლელად.

აღსანიშნავია, რომ ბრატისლავურმა გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი დაასრულა ფრედ.

„სლოვანმა“ ლიდერობა დაკარგა, 44 ქულით მეორე ადგილზეა, დაკ-ს 1 ქულით ჩამორჩება და 4 მარტს სტუმრად „ზემპლინს“ დაუპირისპირდება.

ზლატე მორავცე. „ვიონი“. 3 013 მაყურებელი
ზლატე მორავცე - სლოვანი 1:1
გოლები: 0:1 ვაისი (25), 1:1 კრიჟანი (53, საკ. კარში)


ასევე დაგაინტერესებთ