მიქაუტაძემ გაიტანა და ლიგა 2-ის ბომბარდირებში გალიდერდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის 25-ე ტურში „მეცმა“ საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა „ნიმი“.

ამ მატჩში ანგარიში 29-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გახსნა, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე მე-12 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად გალიდერდა. ის 90+1-ე წუთზე შეცვალეს.

„მეცი“ 41 ქულით მეოთხე ადგილზეა და 4 მარტს სტუმრად „ანსის“ შეხვდება.

ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ 27 თებერვალს გასვლაზე „ამიენს“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ყოჩაღ გიორგი,შენი ფანი ვარ,ასე გააგრძელე, აუცილებლად ვითამაშებთ მსოფლიოზე და შენი როლი ხვიჩასთან ერთად ერთერთი მთავარი იქნება,ღმერთი იყოს შენი მფარველი!!!
ზაზა
16:51 26-02-2023
0
ძალიან კარგია,რომ გოლები გააქვს,თუმცა ერთპიროვნული ბომბარდირი არ არის.მას და სენტ ეტიენის თავდამსხმელ კრასოს,12-12 გოლი აქვთ გატანილი.ბორდოს კი სათამაშო აქვს და მის თავდამსხმელ,მაჯას,11 გოლი აქვს აქტივში
სოსო
13:27 26-02-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული