ზურიკოს მოპოვებული პენალტი და "სენტ-ეტიენის" მარცხი "ლანსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის 28-ე ტურში „სენტ-ეტიენი“, რომელსაც "მონპელიესთან" ჩაშლილი მატჩის გამო 3 ქულა დაემატა, გასვლაზე „ლანსთან“ 0:1 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა დავითაშვილმა პირველ ტაიმში ორი მომენტი ვერ გამოიყენა, კომპენსირებულ დროში კი სარმა საჯარიმოში წააქცია, მაგრამ პენალტი კარდონამ ვერ გაიტანა. მასპინძლები უპირტესობას ფლობდნენ, გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს, შესვენების შემდეგ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს, კოიალიპუმ ლარსონეს კარი დალაშქრა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

ზურიკო 68-ე წუთზე შეცვალეს - შეფასებები: sofascore 6.7, whoscored 6.3, flashscore 6.2.

„სენტ-ეტიენი“ 23 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 14
აპრილს „ბრესტს“ უმასპინძლებს.

ლანსი. „ბოლარ-დელელისი“
ლანსი - სენტ-ეტიენი 1:0
გოლი: კოიალიპუ (75)
გამოუყენებელი პენალტი: კარდონა (45+4, სენტ-ეტიენი)

altროგორი შეფასებები მიიღეს დავითაშვილმა და კვარაცხელიამ?

მკითხველის კომენტარები / 4 /
პენალტის დარტყმა დაიჟინო და ასე დაარტყა?აქამდე დაცვაში ჰყავდათ დივერსანტები და ახლა შეტევაშიც დაემატნენ.რა თქმა უნდა ამას სერიოზულად არ ვამბობ,მაგრამ მგონი უკვე გავარდნილებად თვლიან თავს და პირად სტატისტიკაზეღა ფიქრობენ.შარშან ბორდოში, 37 თამაშში 8 გოლი გაიტანა,წელს კი 26 თამშში უკვე 7 გოლი აქვს და ალბათ სტატისტიკას გაიუმჯობესებს,თანაც პირველ ლიგაში!დიდი იმედი მაქვს, რომ სხვა პირველი ლიგის გუნდი წაიყვანს.საფრანგეთს უკვე შეჩვეულია,შედეგიანობაც ნორმალური აქვს და უფრო ძლიერ კლუბს იმსახურებს.
სოსო
21:38 06-04-2025
0
მეტის ღირსები არიან. ერთადერთი მოაზროვნე და შემსრულებელი ზურიკო ყავთ და იმასაც პირველს ცვლიან 67 წუთზე. საცოდაობაა მაგ გუნდში ყოფნა. რატომ უთმობს თავის მოპოვებული პენალტის დარტყმას სხვას, გაუგებარია. სტატისტიკას მაინც გაიუმჯობესებდა. ხვიჩასაც მასე ეგცეოდნენ თავიდან. ზურიკო გადავიდეს სადმე და წყალსაც წაუღია სენტ-ეტიენი.
გიგო პაპა
21:26 06-04-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული