მიუხედავად მარცხისა, ხვიჩამ "ნაპოლის" ქომაგები გააბედნიერა - ქართველის ღირსეული ჟესტი "ლაციოსთან" მატჩის შემდეგ [VIDEO]
AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 3 მარტს სერია A-ს 25-ე ტურში "ნაპოლიმ" "ლაციოს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა, მატჩის შემდეგ სტადიონის გარეთ შეკრებილ გულშემატკივრებს "პარტენოპეის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გული არ დაწყვიტა, "კვარა" მათთან თავად მივიდა, ავტოგრაფები დაურიგა, ხელი ჩამოართვა და მათთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო, მათ შორის იყვნენ ქართველი ქომაგებიც, რომლებსაც ხვიჩა მოედნისკენ გაუძღვა.
"კვარას" კიდევ ერთი სამაგალითო საქციელით იტალიური მედია აღფთრთოვანებულია.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" 65 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს, სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 11 მარტს "ატალანტას" წინააღმდეგ გამართავს.