მატჩის დაწყების წინ „ნაპოლის“ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჯუნტოლიმ სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა. ხვიჩა კვლავ დიდებულად გაისარჯა და ჩემპიონატზე მე-11 გოლი გაიტანა - 9 საგოლე გადაცემის ავტორიცაა.
ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ წინა შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა: ლოსანო პოლიტანოთი შეცვალა, ხოლო მეორე ცვლილების იძულებით გაკეთება მოუწია - მეკარე მერეტი მოთელვაზე დაშავდა და მისი ადგილი გოლინიმ დაიკავა. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და პოლიტანოს დარტყმული ბურთი მეკარე მუსომ მოიგერია. ბერგამოელები ღრმად დაცვაში არ იდგნენ, ზონურ დაცვას მიმართავდნენ და მეტოქეს თავისუფალ სივრცეებს არ უტოვებდნენ. 27-ე წუთზე კვარაცხელია ფლანგზე ორ მეურვეს დაუსხლტა, მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ გატანა მუსომ არ დაანება. ხვიჩა ძალიან აქტიური იყო, გადმოვარდნილ ბურთზე სამჯერ თავით დაასწრო მოწინააღმდეგეს, ერთხელ კი ვიზავის უკან ჩაჰყვა და ბურთი ვარდნაში აართვა. ბოლოს მუსომ კიდევ ერთხელ გადაარჩინა „ატალანტა“ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ ისევ გადავიდა იერიშებზე, ცალკარა თამაში წავიდა, ოსიმენმა „მაკრატელათი“ ვერ გაიტანა, ხვიჩამ საჯარიმოს გარედან ორჯერ ვერ უწია მიზანს, მესამე ცდიდან კი, როდესაც ოსიმენის პასი მიიღო, მეურვეები გააბითურა და ბერგამოელთა კარი დალაშქრა. ქართველმა ყველაზე მძიმე მომენტში კვლავ გატეხა მეტოქე. სპალეტიმ სიამოვნებისგან ხელები გაშალა, ხოლო ტრიბუნაზე კლუბის პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა გაიხარა. 77-ე წუთზე რაჰმანიმ თავურით მეორე გოლი გაიტანა, გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა და ხვიჩა 85-ე წუთზე შეცვალეს.
მიმდინარე სეზონში „კვარას“ ანგარიშზე ყველა ტურნირზე 28 მატჩში 13 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.
„ნაპოლი“ 68 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს, 16 მარტს ჩემპიონთა ლიგაზე „აინტრახტს“ უმასპინძლებს, ხოლო 19 მარტს იტალიის პირველობაზე გასვლაზე „ტორინოს“ დაუპირისპირდება.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ატალანტა 2:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (59), 2:0 რაჰმანი (77)
მევალეები და Ძალიან მიყვარხაარ
ვეღარ გაყიდა ბაზარში ყველი და ხვიჩას ხარ მოიდგა წელი..
განა ადვილია დიდ მაყუთის დათვლა? ამას კოჭოიას ნიჭი უნდა და მისი ღიმილიანი სახე.. ჯუღელს ულვაშები რომ ქონდეს, და ცალი თვალი კუტუზოვივით ახვეული, ყველა დამეთანხმება, რომ მათ ოჯახის მეგობარი და აგენტი ჯაგა; პირავარდნილი ლეგენდარული ფონ ხუან ხოსანაა. განსაკუთრებით უკნიდან და შლიაპაში..
როდის იქნება? მე გეტყვით ნაღდად, 23 აპრილს ზეიმს გავმართავთ.!
დაიხსომეთ ჩემი სიტყვა, 23 აპრილს იუვეს დაადებენ დამორჩა. არსრულდა! აღსრულდა ძმებო! ოქროს ზოდები თითეულს გვერგო, შავ ჯემალასაც შეხვდება წილი, საბრალო ჟორკა მწარედა ტირის, ჟორკას არ შეხვდა, რადგან თავიდან, ჩაუწერია ჟანა მამიდა. იერევნის მვიდრმა წაუღო ტვინი, იერევნელი ხარ, ითხარე ცხირი, ჟრკაც ადგა და არ აწყენინა, რას იფიქრებდა ეს თუ გავიდა, ჟორკა დაღუპა მისმა მამიდამ გინებას იწყებს ისევ ტავიდან..
ვაააა! ეს ქუ ვართანუშჯან მაზალო ტიპეს მამიდაჯან ელი! ჰაქშა შე ჩემის კიკოლიკო! ჰაქსა რა დროს იშტოიანია ტოოო? აზრზე ხართ რა გაუჩალიჩა იმ განდილამ იმანა ტოოო? ეხლაც იძახე იერევან იერევან, ზდეს დუქანი ტამ ბაზარ, ჩემოლამაზო ტელავო შენ გენაცვაყლეეე ოოოო! რაში გამცვა ლეეე ოოოოოო...
Kvaradonaaa
გუშინ ვინ იყავი ამას არ აქვს მნიშვნელობა, არ იმას ერთი წამის წინ რას წარმოადგენდი, მტავარია ეხლა, ამ წუთში იყო პირველი, ყოველთვის აწმყოში უნდა ჯობდე ყველას, თორემ რვაასი წლის წინ ვინ რა და სად გაიმარჯვა, სირცხვილიცაა ამით ტრაბახი..
ეხლა ვინ ხარ, ვიიინ?!! აი ამაშია მთელი დელი ოდელია დელ ფინის ზებრას და პინგვინის ხიბლი. რავა, აქაარ იცოდი, თუ?!
https://www.youtube.com/watch?v=X9JTEgLVs6A
https://www.tuttonapoli.net/in-primo-piano/da-0-a-10-ghoulam-distrugge-i-media-adl-fuori-di-testa-per-kvara-la-ridicola-frase-di-gasp-e-le-facce-scioccate-maradona-533961
თარგმანი (ზუსტად ვერ თარგმნის გუგლი)
https://www-tuttonapoli-net.translate.goog/in-primo-piano/da-0-a-10-ghoulam-distrugge-i-media-adl-fuori-di-testa-per-kvara-la-ridicola-frase-di-gasp-e-le-facce-scioccate-maradona-533961?_x_tr_sl=it&_x_tr_tl=ka&_x_tr_hl=en&_x_tr_pto=wapp
ეს იყო გოლი რაც ფეხბურთის მოყვარულებს უდიდეს სიამოვნებას, სიხარულს, ბედნიერებას ანიჭებს!
ხვიჩა ეკუთვნის თავის თავს, მის ოჯახს, გვეკუთვნის ჩვენ, ქართველებს, მაგრამ ის უკვე მარტო ჩვენია აღარაა! ის ეკუთვნის ნებისმიერს (და არა მარტო საქართველოში ან იტალიაში) რომელიც დღეებს, საათებს, წუთებს ითვლის, რომ კვლავ დატკბეს იმ ფეხბურთის ყურებით სადაც კვარა თამაშობს!