ქართველი ფენომენის გარდამტეხი და ჩინებული გოლი - "ნაპოლიმ" მოიგო და "ინტერს" 18 ქულით გაექცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 26-ე ტურში „ნაპოლიმ“ სახლში „ატალანტა“ 2:0 დაამარცხა.

მატჩის დაწყების წინ „ნაპოლის“ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჯუნტოლიმ სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა. ხვიჩა კვლავ დიდებულად გაისარჯა და ჩემპიონატზე მე-11 გოლი გაიტანა - 9 საგოლე გადაცემის ავტორიცაა.

ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ წინა შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა: ლოსანო პოლიტანოთი შეცვალა, ხოლო მეორე ცვლილების იძულებით გაკეთება მოუწია - მეკარე მერეტი მოთელვაზე დაშავდა და მისი ადგილი გოლინიმ დაიკავა. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და პოლიტანოს დარტყმული
ბურთი მეკარე მუსომ მოიგერია. ბერგამოელები ღრმად დაცვაში არ იდგნენ, ზონურ დაცვას მიმართავდნენ და მეტოქეს თავისუფალ სივრცეებს არ უტოვებდნენ. 27-ე წუთზე კვარაცხელია ფლანგზე ორ მეურვეს დაუსხლტა, მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ გატანა მუსომ არ დაანება. ხვიჩა ძალიან აქტიური იყო, გადმოვარდნილ ბურთზე სამჯერ თავით დაასწრო მოწინააღმდეგეს, ერთხელ კი ვიზავის უკან ჩაჰყვა და ბურთი ვარდნაში აართვა. ბოლოს მუსომ კიდევ ერთხელ გადაარჩინა „ატალანტა“ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ ისევ გადავიდა იერიშებზე, ცალკარა თამაში წავიდა, ოსიმენმა „მაკრატელათი“ ვერ გაიტანა, ხვიჩამ საჯარიმოს გარედან ორჯერ ვერ უწია მიზანს, მესამე ცდიდან კი, როდესაც ოსიმენის პასი მიიღო, მეურვეები გააბითურა და ბერგამოელთა კარი დალაშქრა. ქართველმა ყველაზე მძიმე მომენტში კვლავ გატეხა მეტოქე. სპალეტიმ სიამოვნებისგან ხელები გაშალა, ხოლო ტრიბუნაზე კლუბის პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა გაიხარა. 77-ე წუთზე რაჰმანიმ თავურით მეორე გოლი გაიტანა, გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა და ხვიჩა 85-ე წუთზე შეცვალეს.

მიმდინარე სეზონში „კვარას“ ანგარიშზე ყველა ტურნირზე 28 მატჩში 13 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

„ნაპოლი“ 68 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს, 16 მარტს ჩემპიონთა ლიგაზე „აინტრახტს“ უმასპინძლებს, ხოლო 19 მარტს იტალიის პირველობაზე გასვლაზე „ტორინოს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ატალანტა 2:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (59), 2:0 რაჰმანი (77)

მკითხველის კომენტარები / 55 /
ზოგიერთი შემთხვევითი გულშემატკივრისგან განსხვავებით მადლობა ოსიმენს რომელმაც ბრძოლაში მოიგო ბურთი და ხვიჩას დროულად მიაწოდა.
ვა რა დონეა
12 მარტი 2023 12:00
0
ოხ რა ზეიმი იქნება ნეაპოლში გაზაფხულზეე, არა მარტო ნეაპოლში
რაბუ
12 მარტი 2023 10:26
0
ჯერ კიდევ დროა სეზონის დასრულებამდე, მაგრამ ვფიქრობ, ხვიჩამ, ოსიმენი საბოლოოდ გვედზე გაწია სერია ,,ა"-ს საუკეთესეო ფეხბურთელის წოდებისთვის.
მეტი კონკურენტი არც ჰყავდა.
მიშა
12 მარტი 2023 10:19
2
ოსიმენმა და კიდევ სხვებმაც კი თქვეს კვარა ოქროს ბურთს აუცილებლად მოიგებს როცა დრო მოვაო მაგრამ გუშინდელი თამაშის მერე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ კვარა ოქროს ბურთს ერთხელ კიარა რამოდენიმეჯერ მოიგებს,,გუნდის ლიდერია,,ყველაზე ეფექტური მოთამაშეა ვინც კი მინახია,,მესის დონეს უეჭველი მიაღწევს,,მომდევნო 10-12 წლის განმავლობაში მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე დიდი და კაშკაშა ვარსკვლავი იქნება კვარა,, კვარა,,მბაპე,,ჰოლანდი ალბათ ამ თანმიმდევრობით იქნება მსოფლიო ფეხბურთის ოქროს ბურთის და ნებისმიერი ჯილდოს სამეული მომავალი 10-12 წელი,,ხუთეულს ვინისიუსი და რომელიმე იქს ფეხბურთელი დააკომპლექტებენ ხოლმე და ესე იქნება წლები,,რა ამაყი და ბედნიერი ვარ იმის გამო რო კვარა ქართველია ვერც კი წარმოიდგენს ვინმე
Gela
12 მარტი 2023 10:03
1
წესით, მეტოქეთა ფორმის გათვალისწინებით, ნაპოლის შესაძლოა ორი-სამი თამაშის მოგებაც კი ეყოს ჩემპიონობისთვის.
ალექს
12 მარტი 2023 09:44
0
ქართული ფეხბურთის ტრადიციების სუპერ გამგრძელებელი❤️
კვარაისტი
12 მარტი 2023 08:57
0
აქ კომენტარიც ზედმეტია ვნხოთ ამ წლის ბოლომდე თუ გავა ესეთი გოლი მსოფლიოში სადმე .პ ს ოსიმენი რაღაც არ მომეწონა თამაშით კი არა ისე .
ფიქო
12 მარტი 2023 07:35
2
ეს რა ქნა!!! ულამაზესი გოლი!!!მარტშიც საუკეთესო იქნება ჩვენი ხვიჩა სერია ა-ში
დავით 67
12 მარტი 2023 03:10
0
გიორგი
12 მარტი 2023 07:35
0
გიორგი
12 მარტი 2023 07:35
1
ოქრო ოქროო ოოოქროოოააა ეს ბიჭიიიიიი!!!!!!!!!!!!!!!!!!!
გეგი
12 მარტი 2023 02:50
1
ნიჭიერებით მბაპე- ჰალანდის ერთად აღებულს სჯობია ჩემი აზრით. არცერთი ფეხბურთელი არ არის ასეთი ჭკვიანი და არცერთს არ აავს ასეთი პრემიუმ ხარისხის დრიბლინგი და კარგი მოედნის ხედვა. ხვიჩა მარტო მესის შემიძლია შევადარო და სხვა არავის. მაგრამ მთავარია არ მოდუნდეს და ასე გააგრძელოს,
წინ საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელო და რათქმაუნდა წინ თავად საქართველო- ევროპისკენ :)))
Nika
12 მარტი 2023 02:34
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული