"კვარაცხელიას გოლის ყურება უსასრულოდ შეიძლება - ის მესია საუკეთესო წლებში" - ესპანური მედია გაოგნებულია

AutoSharing Option
"ატალანტასთან" მოგებულ მატჩში (2:0) "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას დიდებულმა თამაშმა და გოლმა, რომელიც 8 მეტოქის გარემოცვაში მყოფმა გაიტანა, ესპანური სპორტული მედია აღაფრთოვანა.

sport.es: "შეუძლებელია კვარაცხელიამ საუკეთესო წლებში ლეო მესი არ მოგაგონოს. როგორი გოლი გაიტანა! ის ახალი ევროპული სენსაციაა. მან "ატალანტასთან" მარტომ ნახევარი გუნდის წინააღმდეგ მყოფმა მოახერხა ანგარიშის გახსნა - გოლით, რომელიც საუკეთესო მესის მოგვაგონებს".

Mundo Deportivo: "22 წლის კვარაცხელიამ ამ სეზონში უკვე 12 გოლი და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა და რამდენიმე ევროპული გიგანტი კლუბის თვალთახედვის არეში მოექცა, რომელთა შორის, როგორც
ჩანს, "რეალი" უფრო მომგებიან მდგომარეობაშია, რათა მისი გადაბირება შეძლოს".

AS: "ქართველის დონეზე ბევრი ფეხბურთელი არ არის. შესანიშნავი გოლი გაიტანა და ამას უსასრულოდ შეიძლება უყურო. მისი ფასის ზრდა დაუსრულებელია. ამ გოლმა ნეაპოლელი ფანები ისევ გააგიჟა".

MARCA: "კვარადონას" კიდევ ერთი შოუ. "ატალანტასთან" "ნაპოლის" თამაში მარტივი არ გამოვიდა. ბერგამოელებმა "მარადონაზე" "ლაციოს" შედეგის მიღწევა განიზრახეს. ანგარიში 0:0 იყო, ვიდრე ქართველმა გარდამტეხი გოლი არ მოიგონა. მორიგი შედევრი და გამარჯვება მისი კოლექციიდან. რამდენია ახლა მისი ფასი? ყოველდღე მატულობს, ეს ცხადია".

altსპალეტი: კვარაცხელიამ მარადონას დონის გოლი გაიტანა - ვერავინ მიხვდება, რომელი მიმართულებით წაიწევს წინ

alt"კვარაცხელია ზეციური სინათლის ანარეკლია" - გაეცანით ხვიჩას შეფასებებს

alt"მამა მია! მამა მია!" - რეაქცია ხვიჩას გოლზე [VIDEO]

altქართველი ფენომენის გარდამტეხი და ჩინებული გოლი - "ნაპოლიმ" მოიგო და "ინტერს" 18 ქულით გაექცა [VIDEO]

altხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლი" დააწინაურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 18 /
აცხადებული სიგიჟეა, სხვა რა უნდა თქვა?! ეს ბიჭი ისეთ ოცნებებს გვიცხადებს ერთი წლის წინ სერიოზულად არც არავინ გაივლებდა თავში! მადლობა მას ამისთვის.
გიორგი
18:28 12-03-2023
3
ამ ერთ დისლაიქს ვინ წერს ყველგან, კაიფობს?
პატო
17:45 12-03-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული