"კვარაცხელია კაკაზე უკეთესია" - Sky Sports-ის ჟურნალისტი

AutoSharing Option
იტალიური Sky Sport-ის ჟურნალისტმა მარკო ბუკანტინიმ "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "კვარა" რიკარდო კაკაზე უკეთესი ფეხბურთელია.

"ხვიჩა ქარიშხალივითაა და მოედანზე მეტოქე გუნდებს დიდ ზიანს აყენებს, მცველებს მშვიდად თამაშის საშუალებას არ აძლევს.

"კვარას" ერთ-ერთი საუკეთესო დარტყმა აქვს და ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით, მის "ნაპოლიში" ტრანსფერს მხოლოდ რიკარდო კაკას "მილანში" ტრანსფერს შევადარებდი. დეტალურად რომ მივყვეთ, პირადად მე, ქართველი ბრაზილიელს მირჩევნია.

ჩვენთვის ერთადერთი პრობლემა მისი გვარის წარმოთქმა იყო; კარგად ვერ ვიაზრებდით, თუ რამდენად დამანგრეველი შეიძლებოდა ყოფილიყო. "ატალანტასთან" მისმა გატანილმა
გოლმა ლუჩანო სპალეტი გაოგნებული დატოვა.

alt"გადაეცეს კვარაცხელიას მარადონას 10-ნომრიანი მაისური" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა წინადადება წამოაყენა

alt"ეს სიმართლეა?! - შეუძლებელია!" - კვარაცხელიამ ლეგენდარული ვან ბასტენიც გააოგნა

alt"ნამდვილი ჯორჯ ბესტია" - კვარაცხელიას ზღაპრულ გოლზე გამოხმაურებები არ წყდება

altსპალეტი: კვარაცხელიამ მარადონას დონის გოლი გაიტანა - ვერავინ მიხვდება, რომელი მიმართულებით წაიწევს წინ

მკითხველის კომენტარები / 8 /
როგორ მაღიზიანებდა ყოველთვის ეს შედარებები. არ შეიძლება ისიამოვნო ფეხბურთით უბრალოდ? ეს იმას ჯობია ეს ამას ჯობია, კაკა იყო უდიდესი ფეხბურთელი და მისი მოგებული ტიტულები ამაზე მეტყველებენ და კვირას სადებიუტო სეზონი აქვს, ვაცალოთ და ვისიამოვნოთ.
მეგრელი
13 მარტი 2023 13:31
6
ძლივს ვნახე რეალუსტური კომენტარი
G
14 მარტი 2023 05:02
0
გულით მინდა კვარას დონის თუ არა მიახლოვებული მაინც ყველა ფლანგზე გვყავდეს და იგუგუნოს საქართველოს ნაკრებმა დროშებმა და გულშემატკივრებმა მსოფლიოზე ევროპაზე დიდი იმედი მაქვს კვარა იქნება ის ბიძგი და მონდომება რაც ამ ყველაფრამდე მიგვიყვამს
მიშა
13 მარტი 2023 12:34
1
არამარტო სამარგალოს, იმერეთს გურიას. საქართველოში ყველგან შეიძლება ტალანტი გამოჩნდეს.
გიორგი
13 მარტი 2023 23:22
0
მეტი საცეხბურთო აკადემია სამარგალოს და იქნება,კახეთს და ქართლს ჭიდაობა ძიუდო,სამარგალოს კი ფეხბურთი,კალათბურთი და ასე შ გუნდური საეობები ..
MARGALONA
13 მარტი 2023 14:16
2
ყველა გამოხმაურება
უკვე ბევრად კარგი სტატისტიკა აქვს კაკას მილანურ პირველ სეზონთან შედარებით და ეჭვგარეშეა უკეთესი ექნება...
R.M.
13 მარტი 2023 11:12
4
უდიდესი ბედნიერებაა ჩემი ბავშვობის ფავორიტ ფეხბურთელს ჩემი ქვეყნის წამომადგენელს რომ ამჯობინებენ. წარმატებები და დღევანდელი სხვა ვარსკვლავების გადაჩრდილვას ვუსურვებ
Nick
13 მარტი 2023 11:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული