"ანჩელოტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა - ვინისიუსის ფაქტორის გათვალისწინებით, როგორ გამოიყენებს მას "რეალი" - მადრიდული გამოცემა

AutoSharing Option
ახლა ძალიან ხშირად წერენ "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას "რეალში" შესაძლო გადასვლაზე. Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში "სამეფო გუნდის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ქართველის შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა:

"კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია, კარგად თამაშობს და ვიქტორ ოსიმენთან ერთად ჩინებული ტანდემი შექმნა. ისინი ძალიან ეფექტურები არიან.

იტალიური კლუბები ჩემპიონთა ლიგაში ძალიან კარგად ასპარეზობენ. შეიძლება მათი სამი გუნდი ნახევარფინალში გავიდეს, რაც ევროპისთვის ძლიერი სიგნალი იქნება".

ანჩელოტის ნათქვამმა უმალ რეზონანსი გამოიწვია. Madrid Universal-ი აღნიშნავს, რომ არაა გამორიცხული "ბლანკოსის" თავკაცის მიერ "კვარას" შექებამ სატრანსფერო აჟიოტაჟი კიდევ უფრო გააძლიეროს, რამეთუ
კარლო ხვიჩას თამაშით მოხიბლულია და პირველი შემთხვევა არაა, როდესაც დადებითად ახასიათებს. ანჩელოტიმ ჯერ კიდევ ოქტომბერში ისაუბრა ქართველზე: "ის განსაკუთრებული ფეხბურთელია. ჯერ კიდევ მაშინ ვაკვირდებოდით, როცა "ნაპოლიში" ვმუშაობდი".

მადრიდული გამოცემა შესაძლო ტრანსფერის თაობაზე წერს: "უცნობია, უბიძგებს თუ არა ანჩელოტის მხრიდან კვარაცხელიათი აღფრთოვანების გამოხატვა "სამეფო კლუბს" კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისაკენ. ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.

იმის გათვალისწინებით, რომ მარცხენა ფლანგზე ვინისიუსს ადგილი აქვს "დაჯავშნილი", საინტერესოა, "ბლანკოსი" ქართველის შეძენის შემთხვევაში, როგორ აპირებს მის გამოყენებას".

Spazio Napoli ხაზს უსვამს, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი "კვარას" გასხვისების წინააღმდეგია, მაგრამ შეიძლება ევროპულმა კლუბებმა ისეთი თანხა შესთავაზონ, რომელიც აზრს შეაცვლევინებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ეს ჩემი პირადი აზრია და ვერავინ შემიცვლის.გადავიდეს რეალში.მერე?ვინი უნდა ამოაგდოს და თვითონ დადგეს (ღმერთმა ქნას),მაგრამ ამ ეტაპზე რეალობა ეგ არაა.ვიცი და მესმის,დღეს ნაპოლი როგორც არის და რეალი როგორც არის,თუნდაც ტიტულებით,რეალი ჰაი კლასია,მაგრამ ჯობია ნაპოლის ძირითადის ფეხბურთელი იყო და შენზე სიმღერებს წერდნენ,ვიდრე რეალში ღრმა სათადარიგო იყო,ლიგა და ესპანეთი მოიგო და არავის ახსოვდე 10წლის მერე
ჯელა
01:48 15-03-2023
2
რეალში თუ გადავა უნდა იცოდეს კვარამ დაფასება არ იციან მაგათმა ისე როგორც საჭიროა პრემიერლიგაში უფრო დააფასებენ ჩემი აზრით ფორცა ნაპოლი
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული