რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "აინტრახტთან" მატჩში

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში "ნაპოლიმ" "აინტრახტს" უმასპინძლა. მატჩი "პარტენოპეის" გამარჯვებით 3:0 (ორი მატჩის ჯამში 5:0) დასრულდა და ისტორიაში პირველად, ნეაპოლელები ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში გავიდნენ.

მასპინძელთა ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 74 წუთი გაატარა, ახალგაზრდა გარემარბი ელიფ ელმასმა შეცვალა.

Whoscored.com-მა "კვარას" თამაში 7.3 ქულით შეაფასა, ხოლო Sofascore-მა 6.6 ქულა დაუწერა. ორივე გამოცემის მიხედვით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი გახდა.

altკვარაცხელიას "ნაპოლიმ" ორი მატჩის ჯამში "აინტრახტს" 5:0 სძლია და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში [VIDEO]

altმომენტი, რომელიც ყველას გამორჩა, რა

სთხოვა სპალეტიმ პოლიტანოს

altნეაპოლში ქაოსია - სპალეტიმ სასტარტო შემადგენლობა გამოაცხადა

მკითხველის კომენტარები / 23 /
Sofascore თქვე მართლა სოფოებო რაა 6.6 ქულის მეტი არ ეკუთვნოდა კვარას ? ჯერ ერთი მეორე და მესამე გოლები მაგის დაწყებული იყო და რაც მთავარია--იმათი მარჯვენა ფლანგი ნახევარდაცვა და დაცვა ისე ყავდა მიჯაჭვული რომ ისინი წინ წასვლას ვერ ბედავდნენ და ხვიჩა რომ გავიდა როგორ გაილაღეს და ნაპოლის ნახევარზე დასახლდნენ !
zura222
16 მარტი 2023 06:48
3
ნუ დგამთ დრამებს, 6.6 არ არის ცუდი შეფასება, მშვენივრად ითამაშა და მშვენიერი შეფასება მიიღო. ამჯერად, ბრწყინვალე თამაში არ გამოუვიდა. აინტრახტის დაცვის მარჯვენა ფლანგი მუდმივ დაძაბულობაში იმიტომ იყო, რომ უბრალოდ იციან ხვიჩას პოტენციალი. საერთოდ ბურთი რომ არ მიიღოს, შიშში ნებისმიერ თამაშში ეყოლება მოწინააღმდეგე გუნდის მცველები.
დავითი
16 მარტი 2023 10:41
2
ხვიჩას მეტი შეფასება ეკუთვნის.მეორე და მესამე გოლები მის აქტიურობას მოჰყვა.
ჯუჯი
16 მარტი 2023 02:14
7
კვარამ თავისი სათქმელი მაინც თქვა ისტორიული შედეგი დაიდო
talo
16 მარტი 2023 03:51
1
ჩემი აზრით ხვიჩამ დღესაც დიდებულად ითამაშა
ყოველი მისი ბურთის მიღება თუ მოძრაობა ქმნიდა წნეხს მეტოქისთვის აბსოლუტური არასტანდარტული და არაორდინალური მოძრაობით დიდ თავსატეხს უქმნიდა მცველებს
ძალიან საინტერესოა კენჭისყრით ვინ შეხვდებათ
მეოთხედფინალში
აი აქ გამოჩნდება მისი რეალური ძალა და კლასი რომელიც სკეპტიკოსებს ენას ჩააწყვეტინებს
წინ ხვიჩა ღმერთი შენსკენ!!!
გიორგი
16 მარტი 2023 05:01
1
Bijos mteli kuradgeba xvichasken tu qna mowinagmdegem ratqmaunda imat gaexsneba tamashi osimeni dgas xan tav damatebs da gaitans xanac fexs. Xvicha ki igonebs da awvdis pasebs sizustiT
Maxo
16 მარტი 2023 06:46
2
შეეშვით ამ შეფასებებს ისინი სხვა კრიტერიუმებით აფასებენ.მე მთელ გუნდს 10-იანებს დავუწერდი. მთავარია რომ ხვიჩა ფეხბურთს ახალისებს დავისი ლამაზი თამაშით.რომანტიზმში გადავარდები და ვიტყვი იგი მოედანზე ლამაზი,სწრაფი შველივითაა.გუშინ ვერ გაიტანა მაგრამ რა მაგარი პასით საგოლე შეტევა წამოიწყო.აღსანიშნავია ის რომ გვერდით ლომივით მებრძოლი ოსიმენი უდგას.ხვიჩა ვერ გაიტანს ოსიმენი გაიტანს ან პირიქით.
ამაშია საქმე
16 მარტი 2023 12:40
1
Მე შეიძლება ვერ ვერკვევი ფეხბურთში.მაგრამ მხედველობა და გააზრების უნარი ნამდვილად მაქვს.ოზიმენს ხშირად მზამზარეული ბურთები მისდის და გააქვს.კი ბატონო.აი კვარას კი თვითონ უწევს მოპოვება და გოლის გატანა.ჩემის აზრით დიდი სხვაობაა.მითუმეტეს 3-4ადამიანი მუშაობს ხშირად მისი თამაშის დაბლოკვაზე.ბოდიშს ვიხდი თუ რამეს არასწორს ვწერ,მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია.
ნანა
16 მარტი 2023 09:58
2
ხვიჩამ თამასა ასწია და სულ არის მოლოდინი კიდევ აწევის, საგოლე მომენტები ქონდა და დააკლეს ქულები, მეკარემ აართვა, ჰოლანდს გადმოვარდნილი ბურთები მაგნიტივით ,,მისდიოდა" მეკარემაც შემთხვევით ორჯერ უპასა. ანგისა არ მომწონს ბოლო თამაშებია პასიურობს...
გუსანი
16 მარტი 2023 11:28
1
ანგისა ძალიან შენელებული კადრი გახდა.
ტორპედოელი
16 მარტი 2023 11:46
0
გეთანხმები ანგისამ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აშკარად მოუკლო.სამწუხაროდ ნდომბელეც ვერ ქაჩავს ნაპოლის ძირითადს,ზელინკიც დიდი ალბათობით ზაფხულში დატოვებს გუნდს,სატრანსფერო ფანჯრისას მგონი სჭირდება ნაპოლის ახალი ნახევარმცველის ყიდვა ან ვინმე თავისუფალი აგენტის მოყვანა.გუნდოგანი კარგი იქნებოდა,მარა ეგ ბარსაში გადავა უდიდესი ალბათობით.კოვაჩიჩი-კანტეც შეიძლება გაუშვას ჩელსიმ და არ იქნება ცუდი ვარიანტი ამ ორიდან რომელიმე.ყოველ შემთხვევაში ანგისა-ნდომბელეს კი ჯობია ორივე კლასით.ისე კი ჩემი სუბიექტური აზრით გაგნიძეც გაქაჩავდა ნაპოლის.კარგი პასის კულტურა აქვს და ართმევებშიც ძლიერი ბიჭია.საზონოვიც გაქაჩავს სერია ა-ს,ლოჩოშვილზე დიდი პოტენციალი აქვს ნამდვილად.
Მეზღვაური
16 მარტი 2023 12:09
0
ყველა გამოხმაურება
ხვიჩა თავისი ასაკისათვის ბრწყინვალე ფეხბურთელია! ისეთ მომენტებს ქმნის და ისეთი გოლები გააქვს, რომლებიც ერთი შეხედვით ამოვარდნილია საფეხბურთო ლოგიკიდან და ჩვეულებრივ შემთხვევებში ასეთი სვლების შემდეგ სახიფათო მომენტები არ უნდა შეიქმნას, მაგრამ სწორედ ესაა კვარას უნიკალურობა, რომ ასე, თითქოსდა არალოგიკურად მოქმედებს. წარმოუდგენელია, რა სიმაღლეებს შეუძლია მიაღწიოს მან თავისი ნიჭის მაქსიმალურად გამოყენების შემთხვევაში, როდესაც ისწავლის თავისუფალი ზონების უფრო ეფექტურად ათვისებას, მეტად გაიხსნება და ბურთის მიღებას მოძრაობაში შეეცდება (ასეთ შემთხვევებში მისი გამჩერებელი არავინაა), ასევე, ექსტრემალურ სიტუაციებში (როდესაც, კარში დარტყმაზე უკეთესი ვარიანტი პასის გაკეთებაა) უკეთ გაერკვევა (მოკლედ, იდეალური ფეხბურთელის სურათი დავხატე!?)
გულშემატკივარი
16 მარტი 2023 10:19
0
ექსპერტები კი ნახავენ რა ძალაც იყო ხვიჩა წუხელ, ამათმა რაც გინდა ის დაუწერონ
გოგა
16 მარტი 2023 08:35
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული