ქართველი გულშემატკივრების მთავარი ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ იყო. წმინდა სტატისტიკურად თუ შევხედავთ, ორი რაუნდის განმავლობაში, ჩვენებურის ანგარიშზე საგოლე პასი (ფენომენალური) და გამოუყენებელი პენალტია, თუმცა საქმე გაცილებით მეტთან გვაქვს...
მაინც ვერ გარისკეს...
პენალტის ამბავი
ეს თემა ჩვენთვის აქტუალურობას რომ შეიძენდა, მაშინ მივხვდით, როცა "კვარადონამ"' გერმანიაში 11 მეტრის ნიშნულიდან ვერ გაიტანა. განმეორებითი შესაძლებლობის დრო მალევე, ისევ მეკარე კევინ ტრაპის წინააღმდეგ დადგა. შესაბამისად, ეს ცოტა განსხვავებული მდგომარეობა იყო, ვიდრე სხვა შემთხვევაში გვინახავს. ქართველის წინააღმდეგ კიპერი შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, რაც კვარაცხელიას ცოტა უხასიათოდ ამყოფებდა. თუკი ხვიჩა გაიტანდა, განწყობასაც გაიუმჯობესებდა და მომავალში პენალტის მთავარ შემსრულებლადაც დარჩებოდა. აი, თუკი ვერ გამოიყენებდა, შესაძლოა ეს უარყოფითი ენერგია, რაც თერთმეტმეტრიანის შესრულებას უკავშირდება, საქართველოს ნაკრებშიც კი გამოჰყოლოდა, სადაც ძირითადი პენალტისტია.
"კვარა" მრავალ კომპონენტში გამორჩეული რომ არის, მის მიმართ ამხელა სიყვარული ამიტომაც არსებობს. ამ საკითხს პენალტის შესრულება-არშეარულება ვერაფერს შემატებს ან მოაკლებს. ამ დროს ხომ გატანა ჩვეულებრივი ამბავია ხოლმე და გამოუყენებლობას მტკივნეულად აღიქვმვამენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს სპალეტი, ქართველმა გარემარბმა პენალტისტის ფუნქცია შეიძლება ისევ დაიბრუნოს? ამ დროისათვის ეს საქმე ისევ პიოტრ ზელინსკიმ გადაიბარა.
როცა თამასა მაღალია...
ლიონელ მესი წლების განმავლობაში ერთ თამაშს თუ ჩააგდებდა, მის მიმართ კრიტიკაც არსებობდა და გულისწყვეტაც. დიდების ბედი ასეთია, მათგან მუდამ სასწაულებს ითხოვენ და ის, რომ შეიძლება არსებობდეს დღე, როცა ყველაფერი არ გამოგდის, ბევრს იქნებ არც აინტერესებდეს. კვარაცხელიას არგენტინელ გენიოსს არ ვადარებთ, უბრალოდ მაინც უნდა გვესმოდეს, რომ ყველა შეხვედრაში ისეთ დრიბლინგს ვერ შემოგვთავთაზებს თუ ისეთ გოლს ვერ გაიტანს, როგორსაც "ატალანტასთან." 77-ე ნომრის გუნდისთვის სასიკეთო თვისებებზე ზემოთაც დავწერეთ, სხვა მხრივ, ხვიჩას ტრაპმა არ გაატანინა, არადა, ამის შანსები ჰქონდა.
ის, რაც "კვარადონას" შეემთხვა, ყველა დიდ ფეხბურთელს შეიძლება მოუვიდეს, როცა ბურთი აეჭრა და გვერდით ხაზზე გადავიდა. ქართულ-იტალიურ ემოციებში მსგავსება მართლაც არსებობს, ამას ჯერ თავად ფეხბურთელის, შემდეგ სპალეტისა და გულშემატკივრების რეაქცია მოწმობდა. ისეთი განცდები იყო, თითქოს ამ ეპიზოდით ორი მატჩის ბედი გადაწყდა. კვარაცხელიას მნიშვნელობა, კლასი, ცნობადობა, შედეგიანობა ასე იზრდება, ის კი პიროვნული ზრდის პარალელურად, ისევ უბრალოებას ავლენს, როგორც საფეხბურთო ასპექტებში, ასევე ადამიანური ემოციების გამოხატვაშიც.
ისე ვართ შეჩვეულნი, სამწუხარო იყო, რომ კვარცხელიასა და ოსიმენის საფირმო კომბინაცია ბოლო მატჩებში აღარ გამოდის. "აინტრახტთანაც" იყო ეპიზოდი, როცა ხვიჩამ ვიქტორი ისევ დროულად შეიმჩნია, თუმცა პასი არ გავიდა. თუკი იტალიის ჩემპიონატის წინა ტურში ხვიჩას გოლს თითქოს წინასწარ დაწერილივით ველოდით, ახლა იმავეს ნიგერიელ ფორვარდზე ვიტყოდით. "ოსის" ჯგუფურ ეტაპზე ბევრი გაუცდა და ნეაპოლელთა უხვგოლიანობაში მოკრძალებული წვლილი შეიტანა, გარდა ამისა, სერია "ა"-ს ზედიზედ ორ ტურში გატანილი არ ჰქონდა. "ცხრიანს" მონდომება ხომ არასდროს აკლია და წარმოვიდგინოთ, რომ ის კიდევ უფრო გაძლიერებული იყო.
დიდი გეგმები
იტალიური დონე
"ნაპოლის" ნეოთხედფინალში ვინც უნდა დაუპირისპირდეს, ძალიან საინტერესო დუელი კი გველის...