კვეკვესკირის გოლი და საგოლე გადაცემა ერთ წუთში - "ლეხი" კონფერენს ლიგის მეოთხედფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში "ლეხმა" სტუმრად "იურგორდენს" 3:0 სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.

„ლეხმა“ „იურგორდენი“ ერთი კვირის წინ სახლში 2:0 დაამარცხა, ამჯერად კი 3:0 მოუგო. აღსანიშნავია, რომ შვედური გუნდი 44-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა.

პოზნანელთა რიგებში ნიკა კვეკვესკირი 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 90+1-ე წუთზე თავად გაიტანა, ერთ წუთში კი სკორაშს გაატანინა. შეგახსენებთ, მან გასულ ტურში "ლეხს" პოლონეთის ექსტრაკლასაზე კომპენსირებულ დროში ქულა მოუპოვა. რაც შეეხება გიორგი წიტაიშვილს, განაცხადში არ იყო.

სტოკჰოლმი. „ტელე 2 არენა

იურგორდენი - ლეხი 0:3
გოლები: 0:1 მარხვინსკი (77),
0:2 კვეკვესკირი (90+1), 0:3 სკორაში (90+2)
გაძევება: დანიელსონი (44, იურგორდენი)

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვაისი არის სუსტი მწვრთნელი. შეცდომა ვის არ მოსვლია, მაგრამ ვაისის შემთხვევაში ეს ცალკეული მოვლენა კი არაა არამედ რეგულარული ამბავი.ეს კაცი თამაშს საერთოდ ვერ გრძნობს. ბოლო ათ წუთში საერთოდ თავისი ხელით დაანგრია საკუთარი გუნდის თამაში და ლიგიკური გოლიც მიიღო.
დარწმუნებული ვარ, იმ გადამწყვეტ თამაშში მაკედონიასთან მეტნაკლებად ნორმალური მწვრთნელი რომ გვყოლიდა გასულები ვიქნებოდით.
არტ
17 მარტი 2023 12:15
0
ქორ-პარიკმახერს ვეთანხმები. ამ ჰალსტუხიანმა აქლემმა (სულ იფურთხება) წააგო მოგებული თამაში.
ვაჟა მასწავლებელი
17 მარტი 2023 01:24
2
კვეკვე გილოცავთ მაგარი თამაში გქონდა !!! აი ვაისმა რეები გააკეთა ... ასე იცოდა ხოლმე ყოველთვის დროის გაყვანის მიზნით ლიდერების გაყვანა ... ვინც შემივიდა რა გააკეთეს რო ??? დაღლილი პატატა ვაისი და ჩაკვე ჯობდა მაგ არაფრისმაქნისებს
bejo
17 მარტი 2023 01:06
1
ვაისმა ნახეთ რა ქნა?
ხომ გეუბნებოდით კვერცხი და ქვეშაფ..აა ეგ ,, ტრეინერი" მეთქი, ახლაც არ დაიჯერებთ? თავისი უაზრო ცვლილებებით წააგებინა გუნდს.
ქორ-პარიკმახერი
17 მარტი 2023 00:33
2
საბოლოოდ დავრწმუბდი რომ ის ჯგუფი ჩაკვემ მოიგო, ხოლო ფინალამდე ხვიჩამ გვათრია. ეს ვინ ყოფილა, რა ცვლილებები გააკეთა. 2:0 ძალით წააგო. სიბერეშიც ვერ ისწავლა ჭკუა
მართლა უცნური ყოფილა
17 მარტი 2023 01:37
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული