დაამხობენ კვარაცხელია და ოსიმენი რონალდოსა და დიბალას რეკორდს? - მარტინის ამის სჯერა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა ერთად მიმდინარე სეზონში ჯამში მეტოქეთა კარი 33-ჯერ აიღეს. ნიგერიელმა ეს 21-ჯერ გააკეთა, ქართველმა კი - 12-ჯერ.

კალჩოში შემტევ დუეტებში საუკეთესო შედეგი კრიშტიანო რონალდოსა და პაულო დიბალას აქვთ დაფიქსირებული, რომლებმაც 2019/20-წლების სეზონში "იუვენტუსში" ჯამში 42 გოლი გაიტანეს.

ხვიჩასა და ვიქტორის ამ რეკორდის გამეორებისთვის 9, ხოლო გადასწრებისთვის 10 ბურთი ესაჭიროებათ.

ამის სჯერა ცნობილ იტალიელ ჟურნალისტ მასიმილიანო მარტინის, რომელმაც თქვა, რომ კვარაცხელიასა და ოსიმენს ამ რეკორდის დამხობა შეუძლიათ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
იმავე სეზონში, ანუ 2019-20-ში, ლაციოს შემადგენლობაში, იმობილემ 36, ხოლო კორეამ 9 გოლი გაიტანეს, ჯამში 45 და რონალდუ-დიბალას 42 გოლი როგორ არის დუეტისთვის საუკეთესო?
დათო
23 მარტი 2023 15:53
0
რატომაც არა. დარწმუნებული ვარ ოსიმენი ერთ ან ორ მატჩში ჰეკტრიკს შეასრულებს ხვიჩას პასებით ან პირიქით
დავით 67
22 მარტი 2023 03:44
0
ჯანმრთლად იყვნენ და ყოველ თამაშში 1 გოლი,ამ ორ კაცზე,სასაცილოდ არ ეყოფათ!
სოსო
21 მარტი 2023 19:39
1
48 არის რეკორდი, ნაპოლიშივე დამყარდა.
david
21 მარტი 2023 16:16
3
დარჩენილია 11 ტური რატომაც არაა. ოსიმენი მხეც ფირმაშია არც კვარა გვყავს ნაკლები
არა რუსეთს
21 მარტი 2023 15:35
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული