"ჯოვანის დაველაპარაკები, მაგრამ ვიცი, რომ აზრს არ შეიცვლის" - დი ლორენცოს აგენტი

AutoSharing Option
"ნაპოლის" კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს შეიცვლის. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფეხბურთელის აგენტმა ჯოვანი გიუფრედიმ დაადასტურა.

Corriere dello Sport-ის ცნობით, "პარტენოპეის" ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს გამოცდილი მცველის შენარჩუნება სურდა, თუმცა იტალიელი "ნაპოლის" ფანების საქციელით იმედგაცრუებულია და კლუბის დატოვება მყარად აქვს გადაწყვეტილი.

მოგეხსენებათ, სერია A-ს ბოლო ტურში ნეაპოლური კლუბის გულშემატკივრებმა დი ლორენცოს დაუსტვინეს.

"დი ლორენცოს დაველაპარაკები, თუმცა არ ვფიქრობ, რომ აზრს შეიცვლის. მან პირისპირ უკვე რამდენჯერმე მითხრა, რომ "ნაპოლიდან" რაც შეიძლება სწრაფად წასვლა სურს", -
განაცხადა გიუფრედიმ.

შეგახსენებთ, ჯოვანი "ნაპოლის" 2019 წელს, "ემპოლიდან" შეუერთდა.

alt"ნაპოლის" პრობლემები მოეძალა - დი ლორენცო ხელიდან ეცლება, "კვარას" გასხვისებისაკენ მოუწოდებენ, ოსიმენს მყიდველი გამოუჩნდა

altდი ლორენცოს აგენტი - ჯოვანი "ნაპოლის" ფანების საქციელით იმედგაცრუებულია

alt"დე ლაურენტისს უკვე ვაცნობე, დი ლორენცოს "ნაპოლიდან" წასვლა სურს" - ჯოვანის აგენტი

მკითხველის კომენტარები / 2 /
აგინებდნენ და აფურთხებდნენ ტიპს სტადიონზე და კარგადაც იქცევა, რომ მიდის. ღირსეული კაცია და უმადურებისთვის შესაბამისი პასუხია.
კალდერონი
12:15 13-06-2024
0
„სადაც არა სჯობს, წასვლა სჯობს...“, -მართალია ეს კაცი. ჩამოყალიბებული კაცია და იცის, რა უნდა.
giorgi
00:12 13-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული