საზონოვმა შეიძლება კარიერა "ჰამბურგში" გააგრძელოს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "დინამოს" მცველმა საბა საზონოვმა შესაძლოა, კარიერა მე-2 ბუნდესლიგის "ჰამბურგში" გააგრძელოს. ამის შესახებ გერმანულ კლუბთან დაახლოებული წყაროები იუწყებიან.

გავრცელებული ცნობით, 21 წლის ფეხბურთელის გადაბირებაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

გასულ სეზონში საზონოვმა მოსკოვის "დინამოს" რიგებში 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, 2022 წელს "ჰამბურგის" ღირსებას გიორგი ჩაკვეტაძე იცავდა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეხლა მთავარია ნაკრების წარმატებები და როგორც საბას, ისე დანარჩენ ბიჭებს ძლიერი კლუბების რიგი დაუდგებათ, მაგრამ ყველა ტოპ ლიგებში როგორც სანიოლმა თქვა, ვერ ითამაშებს, რადგან კვარა რომ კვარაა მას რომ არ მოენდომებინა და თავს არ გადახტომოდა, ამ შედეგებამდე ვერ მივიდოდა. ნათქვამია, ღვთისგან დამადლებული ნიჭი თუ არ განავითარე ყოველგვარი წარმატება და წინსვლა მცირეხნიანია!
ლაშა
14:42 22-03-2023
3
ასეც ყოფილიყოს,ლაციო დიდი გუნდია❤️
MARGALONA
14:22 22-03-2023
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული