გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ სარეაბილიტაციო პროცესის შემდეგ ვარჯიში ვარშავის "ლეგიაში" განაახლა და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც დედაქალაქურ გუნდთან გააფორმებს.

პოლონური Legionisci წერს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ყოფილ კლუბს მათთან ვარჯიშის უფლება სთხოვა, რაზედაც თანხმობა მიიღო, თუმცა წყაროზე დაყრდნობით, "ლეგიას" ხელმძღვანელობა ქართველს აკვირდება, რადგან გუნდი ნახევარდაცვის ცენტრალურ ზონაშია გასაძლიერებელი.

როგორც გვილიამ Europop-ს განუცხადა, გუნდში პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა, სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და დიდი ალბათობით, კლუბთან კონტრაქტს სეზონის ბოლომდე გააფორმებს.

ნახევარმცველმა საქართველოს ნაკრების მაისური 47-ჯერ მოირგო და თავი 3 გოლითაც გამოიჩინა.

წყარო:
Europop
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
სულ მეგონა, რომ გვილია თავისი მონაცემებით დიდი ფეხბურთელი გახდებოდა, მაგრამ ისე მინავლდა, რომ თავი ვერაფრით გამოიჩინა.
ზურაბი
23 მარტი 2023 12:16
1
ტიპი სამგურალის დონესაც ვერ დააკმაყოფილებდა და სუ ნორმალურ ტრანსფერს კი ჩითავს.ვინ ჰყავს აგენტი? Მაგან უნდა თქვას იღბალი მაქვსო ვატო არველაძესავით
ბაბუაწვერა
22 მარტი 2023 15:13
29
სხვა სპორტს უყურო რამეს ჯობია
გოგა
22 მარტი 2023 19:25
3
სიზარმაცეს რა უთხარი თორემ ეს მონაცემებით კვეკვესკირსაც აღემატება და აბუჯანიასაც თანაც ბევრად.
ggg
22 მარტი 2023 17:18
2
ფორმაში მყოფი ვაკო,ნაკრებისათვის დიდი ძალაა.იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
სოსო
22 მარტი 2023 14:31
5
და გინახავთ ვინმეს ფორმაში მყოფი ვაკო? საინტერესო იქნებოდა
დინამოელი
23 მარტი 2023 08:52
0
Kargi gundia legia sagor gvilias.
Givi
22 მარტი 2023 14:04
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული