ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე დაინიშნენ. ამ თემაზე Ambebi.ge ხვიჩას მამას, ბადრი კვარაცხელიას ესაუბრა:
"დიახ, ვადასტურებ, რომ დაინიშნა. გადაწყვეტილება მიღებული აქვთ და ქორწილს, ჯვრისწერას რაც შეეხება, ალბათ, სეზონის დამთავრების შემდეგ იქნება. თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით, შეიძლება ერთ დღეში, ერთ თვეში გადაწყვიტონ. პატარები აღარ არიან და გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ, ჩვენ კი მივესალმებით... მადლობას გიხდით ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის".