ხვიჩამ სერია A-ს ისტორია გადაწერა - კვარაცხელია ერთ სეზონში უკვე მესამედ დაასახელეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მან გამოკითხვაში თანაგუნდელ კიმ მინ-ჯეს, "სასუოლოს" წევრ არმან ლორიენტეს, "იუვენტუსის" ნახევარმცველ ადრენ რაბიოსა და "უდინეზელ" დესტინი უდოგიეს აჯობა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი შემტევი სერია A-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ, ჯამში კი მესამედ გახდა.

საამაყო ამბავია, რომ კალჩოში ერთ სეზონში სამჯერ თვის საუკეთესოდ აქამდე არავინ დაუსახელებიათ, ახლა კი ეს რეკორდი ხვიჩამ დაამყარა.
მკითხველის კომენტარები / 39 /
გილოცავ ჩვენო ზურმუხტო. ისტორიას შემორჩება ეს ფაქტი და არამგონია ეს რეკორდი ვინმემ არათუ დაამხოს გაიმეოროს კიდეც მინიმუმ ნახევარი საუკუნე მაინც. ბევრი შეიძლება ვერც აცნობიერებდეს კიდეც და "გამოფხიზლებაც" დაჭირდეს რომ ეს რეალობა გააცნობიეროს. საუბარია მსოფლიოს ერთერთ ყველაზე პოპულარულ და რეიტინგულ ჩემპიონატზე და რაოდენ საამაყოა როცა ამ ყველაფრის შემძლე შენივე თანამემამულეა.
Charley
30 მარტი 2023 17:39
5
კომენტარი ზედმეტია. გვეამაყება ხვიჩა.
მიშა
30 მარტი 2023 17:30
4
გივის აბა ეგა თქვი რაა, რა დონის გაბოროტებული უნდა იყოს ქართველი, რომ ამ კომენტარებს დისლაიქებს უჭერს. დარწმუნებული ვარ არაფერი არ ახარებს და არავინ არ უყვარს ვიღაცაა
ზოლა
30 მარტი 2023 22:12
0
ნეტავ, რომელი იდიოტი აწვება დისლაიქებს.
გივი
30 მარტი 2023 18:25
4
ხვიჩა გილოცავ ამ აღიარებას,საამაყოა ყველა ქართველისთვის!!!
ზაზა
30 მარტი 2023 17:03
4
იტალიის ლიგის!!! თვის საუკეთესო ფეხბურთლი მესამედ!!!
და რა ხელფასს სთავაზობენ!!! აღმაშფოთებელი, ზოგჯერ მგონია რომ ტყვილია.
Irakli
30 მარტი 2023 16:58
6
ტყვილი არა, ტყუილი.
დავით 67
30 მარტი 2023 21:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული