გველესიანის მორიგი გოლი ირანის ჩემპიონატში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ირანის ჩემპიონატის 24-ე ტურში გიორგი გველესიანის "პერსეპოლისმა" "მეს რაფსანჯანი" 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი ქართველმა მცველმა 30-ე წუთზე (პენალტის ნიშნულიდან) გაიტანა, რაც მისთვის მიმდინარე სეზონში მეოთხეა (23 შეხვედრაში, თასზე 25 შეხვედრაში 7 გოლი აქვს).

რაც შეეხება "პერსეპოლისს", 24 ტურის შემდეგ 48 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, ლიდერ "სეფაჰანს" კი 4 ქულით ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
პენალტის დარტყმა სცოდნია. გიორგი გველესიანი აუცილებლად უნდა გამოიძახოს საქართველოს ნაკრების სტაფმა შეკრებაზე და ასევე, სერიოზულად უნდა დაინტერესდეს სფფ-ის ხელმძღვანელობა მარადიშვილით და მასთან კონტაქტზე გავიდეს. ის არის ძლიერი საყრდენი ნახევარმცველი და კიტეიშვილივით არ არის ტრავმისკენ მიდრეკილი. არ ჰყავს საქართველოს ნაკრებს საყრდენების ფუფუნება!
ლაშა
14:32 01-04-2023
3
7 გოლი ჩვენი ნაკრების რამდენიმე მოთამაშეს საერთოდ კარიერაში არ აქვთ გატანილი.
პროფესტო
13:44 01-04-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული