"სპალეტი, რომ ვიყო, დღეს "მილანთან" კვარაცხელიას..." - ცნობილი იტალიელი რეპერი ხვიჩაზე, "ნაპოლიზე" და ამ საღამოს გასამართ მატჩზე

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა რეპერმა მატია ბალარდიმ (Mr. Rain) "ნაპოლისა" და "მილანის" დღევანდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

ბალარდი "როსონერის" დიდი გულშემატკივარია და La Gazzetta dello Sport-თან საუბარში მან ლუჩიანო სპალეტის ხვიჩა კვარაცხელიას დასვენება ურჩია.

"დღევანდელ შეხვედრაში 3 ქულა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე "ნაპოლისთვის". სპალეტის ადგილზე, რომ ვიყო, დღეს "კვარას" დავასვენებდი.

ლიგის წილისყრაზე შვებით ამოვისუნთქე, რადგან "ინტერთან" შეხვედრა არ მინდოდა. ბედნიერი ვარ, რომ მის ნაცვლად "ნაპოლი" ამოვიდა.

ამ გუნდს აქვს ულამაზესი სტადიონი და იმსახურებს ასეთი ლამაზი საფეხბურთო ღამეების განცდას.

"მილანის" გარდა სხვა მატჩებს დიდად არ
ვუყურებ, მაგრამ "ნაპოლის" რამდენიმე შეხვედრა მაქვს ნანახი და ცოტათი მახსენებს შარშანდელ "როსონერის".

ყველა ერთი მიზნისთვის თამაშობდა და მოედანზე 200%-ს დებდა. ეს ჯადოსნური იყო... მიმდინარე სეზონში კი ამ "ნაპოლიში" რაღაც მაგიურს ვხედავ", - თქვა ბალარდიმ.

alt"მილანთან" მატჩის დღე! კვარაცხელია განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია...

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯერ გაიტანს და მერე დაისვენებს,თვითონაც,ჩვენც,და შენც!!!
ზაზა
11:26 02-04-2023
2
პირიქით უნდა ითამაშოს, გაუშინაურდეს მილანს, შეისწავლოს უფრო საიდან და როგორ დალაშქროს ლიგაზე მილანის კარი (რამდენჯერმე)
რაბუ
19:25 02-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული