გოჩოლეიშვილმა "შახტარში" სადებიუტო გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი გოჩოლეიშვილმა "შახტარში" ჩატარებულ მესამე მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა.

გოჩოლეიშვილმა, რომელმაც მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ითამაშა, ოდესაში "ჩერნომორეცთან" უკრაინის ჩემპიონატის მე-19 ტურში ფრედ დასრულებულ მატჩში (2:2) მე-19 წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი. გიორგის შესვენების შემდეგაც ჰქონდა მომენტი, მაგრამ გატანა მეკარემ არ დაანება. ის 72-ე წუთზე შეცვალეს.

"შახტარი" 43 ქულით ლიდერია და 8 აპრილს უჟგოროდში "მეტალისტს" უმასპინძლებს.

ოდესა. "ჩერნომორეცი"
ჩერნომორეცი - შახტარი 2:2
გოლები: კრისკივი (1), 1:1 პუტრია (8, პენ), 1:2 გოჩოლეიშვილი (19), 2:2 სალიუკი (41)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ძალიან მომწონს გიორგი, ესეც ვარსკვლავი გვეზრდება, სერია ა მასაც მოუხდება, შახტარში ცოდოა!!!
კვარა
18:39 02-04-2023
1
ყოჩაღ გოჩოლეიშვილს მაგარი ბიჭია და ძალიან მეიმედება ამ ბიჭის ნაკრებში. მაქსიმუმ მომავლა წლის ზაფხულში ტოპ 5 ლიგის გუნდში იქნება.
G.LA
21:17 02-04-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული