ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში "შტურმმა" გრაცში "რაპიდი" 3:1 დაამარცხა.
ტრავმამორჩენილი "შტურმის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი 63-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 70-ე წუთზე მეტოქის კარი დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 11 მატჩში 4 გოლია.
"შტურმი" 27 ქულით მეორე ადგილზეა, 6 აპრილს თასზე ლასკ-ს უმასპინძლებს, 9 აპრილს კი ამავე გუნდს ჩემპიონატზე სტუმრად შეხვდება.