ლეაო: კვარაცხელიას დიდი ფანი ვარ და მიხარია, რომ მაისურები გავცვალეთ

AutoSharing Option
"ნაპოლისთან" მოგებული მატჩის შემდეგ (4:0) DAZN-თან კომენტარი "მილანის" ფეხბურთელმა რაფაელ ლეაომ გააკეთა, რომელმაც დუბლი შეასრულა და ხვიჩა კვარაცხელიას მაისური გაუცვალა:

"ვიცოდით, დიდ მეტოქესთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვექნებოდა, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს. არაჩვეულებრივად ვითამაშეთ. ეს "მილანია".

გოლის გატანა განუმეორებელი გრძნობაა, მაგრამ რომც არ გამეტანა, გამარჯვებით მაინც გავიხარებდი. გვინდა "ნაპოლისთან" ახლოს ვიყოთ, ჩემპიონთა ლიგა სხვა რამაა. ჯერ "ემპოლისთან" დაპირისპირება გველის.

მინდა გითხრათ, რომ კვარაცხელიას დიდი ფანი ვარ. ძალიან მომწონს, რასაც ის მოედანზე აკეთებს და მგონია, ამ მხრივ მე მგავს, რამეთუ ჩემსავით უყვარს მეტოქეთა მოტყუება
და ტექნიკურად თამაში. მაგარ სეზონს ატარებს და მიხარია, რომ მაისურები გავცვალეთ".

მკითხველის კომენტარები / 11 /
რაფა, შეინახე ეგ მაისური კარგად, დრო მოვა მილიონად გაიყიდება.
ფეოლა
05:54 03-04-2023
10
მეორედ გადავახვიე ეს თამაში. სპეციალურად ხვიჩას ვუყურებდი (რა თქმა უნდა). ერთი შეცდომაც არ დაუშვია რამდენჯერაც ბურთი მიიღო, ამ წაგებულ თამაშშიც კი
giorgi 3
14:03 03-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული