![](https://sportall.ge/pictures/image5/c95a28f519f03786bc73295ebcbb4c8d.jpg)
- არ დაგიმალავთ, საქართველო ბევრს დღემდე რუსეთი ეგონა. ზოგმა არც იცოდა, თუ ასეთი ქვეყანა არსებობდა. შემდეგ გამოჩნდა ხვიჩა, თავმდაბალი, ჩვენთვის მენტალურად იტალიელი ბიჭი და ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ახლა საქართველოს დროშებს ისევე
ახლობლად აღვიქვამთ, როგორც ეროვნულს, ან სულაც "ნაპოლის" გუნდისას. სახლშიც მაქვს საქართველოს დროშა, რადგან ეს პატარა ქართველი ბიჭი, რომელიც უკვე იქცა ფეხბურთის ლეგენდად, ჩემი ქალაქის ისტორიას ქართულ-იტალიურად წერს. რომ არა ჩვენი ხალხების მსგავსება ხასიათით, ტემპერამენტით, ასე ვერ შეერწყმებოდა ჩვენს ქალაქს, "ნაპოლის" გუნდს. ჯერ გვაიძულა მისი ძალიან რთული გვარ-სახელი გვესწავლა, შემდეგ კი მოედანზე ტრიბუნებიდან ძარღვების დაწყვეტამდე გვეღრიალა, შემდეგ მისი ქვეყნის ისტორიით დავინტერესდით. ახლა ვიღაცები ტრანსლეიტით წვალობენ და ქართულად წერას ცდილობენ. ეს იტალიურ-ქართული გიჟური კინოსცენარი კი არა, ბედნიერი რეალობაა და ყოველ ჯერზე ფანტასტიკური გოლის ან პასით გამოწვეული სიხარულით ჰაერში აფრენილი ბიჭის სახელი ჰქვია.