"დღეს ჩვეული სისწრაფით ვერ ითამაშა" - იტალიელმა ტელეწამყვანმა კვარაზე ისაუბრა

AutoSharing Option
დღეს, 7 აპრილს, სერია A-ს 29-ე ტურში "ნაპოლი" "ლეჩეს" დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა. ცნობილი იტალიელი ტელეწამყვანი და საფეხბურთო ჟურნალისტი იოლანდა დე რიენცო აღნიშნულ მატჩს პლატფორმა Twitter-ის მეშვეობით გამოეხმაურა. მისი თქმით, "პარტენოპეი" არც თუ ისე კარგ ფიზიკურ ფორმაშია, "კვარამ" კი ჩვეული სისწრაფით ვერ ითამაშა.

"ნაპოლის" ბოლო 2 მატჩი საუკეთესო არ ყოფილა, ფიზიკურად უჭირთ, განსაკუთრებით ნახევარმცველებს, ამიტომ მცველები ორმაგად იღლებიან. დღეს "კვარამ" ტურბოს გარეშე ითამაშა, ის ჩვეულად სწრაფი არ იყო" - განაცხადა რიენცომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 74 ქულით პირველ
ადგილზეა, სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "მილანის" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

alt"მილანთან" დაპირისპირებამდე "ნაპოლიმ" "ლეჩეს" მძიმე მატჩი მოუგო [VIDEO]

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ლეჩესთან" მატჩში

altერთი მუშტად შეკრული გუნდი - რა სთხოვა დი ლორენცომ გატანილი გოლის შემდეგ თანაგუნდელებს

მკითხველის კომენტარები / 12 /
კაი, ჩემო დაო. მომავალში გაითვალისწინებს. :)))
რატი
01:36 08-04-2023
2
გუნდი სხვა სისწრაფეებით თამაშზეა აწყობილი და უფრო ნელა რომ თამაშობენ,აღარც ძველებური ურთიერთგაგება იგრძნობოდა და ბურთის მიღება დამუშავებაც კი უჭირდათ.ეტყობა ბურთზე მუშაობის ტექნიკაც,მხოლოდ კონკრეტულ სიჩქარეზე და რიტმზეა ოპტიმალური თორემ,ხვიჩა რომ ხვიჩაა და ერთი შეხებით იწებებდა ხოლმე ბურთს,დღეს ასე რბილად ვერ იმორჩილებდა და მიღებისას,რამდენჯერმე,ცოტა წინ გაურბოდა ბურთი.ლეჩე ნამდვილად არ იმსახურებდა წაგებას.ძალიან კარგად ითამაშეს.
სოსო
00:13 08-04-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული