კვარაცხელია, როგორც ბონუსი და პარტნიორების "იგნორირება" "ნაპოლიში"...

AutoSharing Option
როგორი გუნდია "ნაპოლი"? - სეზონის წინ ლიდერების გარეშე დარჩენილი და თითქოს აუტსაიდერობისთვის განწირული, რომელმაც ჩემპიონობა, ფაქტობრივად, ნაადრევად გაიფორმა (+16 ქულა 9 ტურით ადრე). ვერ ვიტყვით, რომ ლუჩანო სპალეტის ყველა რგოლი საუკეთესო ფეხბურთელებით ჰყავს დაკომპლექტებული, ამ ფონზე კი მათი წარმატება იქნებ კიდევ უფრო დასაფასებელია. ყველაფრის მიუხედავად, ამ გუნდმა თამასა ძალიან მაღლა ასწია, ისევე, როგორც მისმა თითოეულმა წევრმა (განსაკუთრებით, ხვიჩა კვარაცხელიამ). შესაბამისად, მათგან სეზონის ბოლომდე "ერთი ამოსუნთქვით" მისვლას ველოდით და პრობლემებზე ვრეაგირებთ. "ლეჩესთან" (2:1) მოგებულ შეხვედრაში სალაპარაკო ბევრი დაგროვდა, მით უმეტეს, ჩემპიონთა
ლიგის წინ...

სტანისლავ ლობოტკას ცუდი სათამაშო ფორმა საკმაოდ გაგრძელდა და ეს ახლა ნეაპოლელთა თამაშში ყველაზე მეტადაა შესამჩნევი. გასაგებია, მის ნეიტრალიზებაზე მოწინააღმდეგეები ბევრს მუშაობენ, თუმცა სლოვაკის კლასი და შესაძლებლობები აქამდე ამ ყველაფერზე მაღლა იდგა. სპალეტის გუნდი მის გარეშე მეტოქისთვის ბურთის ართმევას, გაკონტროლებასა და შეტევაში სწრაფად დაბრუნებას ვერ ახერხებს, თანაც, მათი მძლავრი პრესინგის პირობებში.

შექმნილ ვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფეხბურთელს, რომელიც უკანა ხაზსა და შეტევას ერთმანეთთან უნარიანად დააკავშირებს. პიოტრ ზელინსკი მსგავსი ფუნქციებით ვეღარ გამოირჩევა, უკანასკნელ მატჩში კი ეს საქმე ელიფ ელმასს დაევალა. "შვიდიანი" ბევრს მოძრაობდა, დაცვასთან ახლოს ტრიალი უწევდა. "ლეჩეს" ფეხბურთელების "დასჯა" სწრაფი კონტრშეტევებით იყო შესაძლებელი, მაგრამ ელმასმა ამას თავი კარგად ვერ გაართვა. როცა ნახევარდაცვა ერთიანი ძალებით არ მოქმედებს, ინდივიდუალური გადაბრალება მართებული არაა.

Sportall.Ge

კონტრშეტევებზე ხაზს მაშინ ვუსვამთ, როცა გუნდს პოზიციური იერიშები უჭირს. ამ დროს ხვიჩა კვარაცხელიას სახით მათ დიდი ბონუსი აქვთ. ამის გამოყენება ვერც მარიო რუის ფლანგური აქტივობებით მოხდა. სეზონის პირველ ნაწილში პორტუგალიელი შედეგიან პასებს ახორციელებდა, შეტევაშიც მეტ შანსს ქმნიდა, ახლა კი ვერც იმას ვიტყვით, დაცვაში გაუვალიაო და ვერც სივრცეების შეფასებით გვამახსოვრდება.

ყოველთვის ვცდილობთ, აკადემიურობა შევინარჩუნოთ და გულშემატკივრების მხრიდან ემოციურად ნათქვამი ეს თუ ის მოსაზრება ცხელ გულზე არ განვიხილოთ, თუმცა ის, რაც სერია "ა"-ს უკანასკნელ ტურში ვნახეთ, სპალეტის გუნდურობის ფილოსოფიას ანგრევს და ვერც სუბიექტურობას დაგვწამებთ. იყო ეპიზოდები, როცა კვარაცხელიას მიმართ პასის გაკეთება ნამდვილად იკითხებოდა და ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. გასაგებია, ჯაკომო რასპადორისა თუ ჯოვანი სიმეონეს გოლის გემოს გახსენება და ფორმაში შესვლა სურთ, თუმცა ეს პარტნიორის "იგნორირებას" არ ამართლებს. ერთი შეხედვით ეგოისტურად მოფიქრალი ვიქტორ ოსიმენიც გუნდური მოთამაშეა და თანაგუნდელების ბურთით მომარაგებაზე უარს არასდროს ამბობს. არადა, ის ჩამოთვლილ ფორვარდებზე მაღლა დგას. ერთხელ "ნაპოლის" დამრიგებელმა თქვა, რომელიმე მოთამაშე პასს მაშინ თუ არ მიიღებს, როცა საჭიროა, სხვა შემთხვევაში თავადაც ისე მოიქცევაო და ერთიანობას სწორედ ეს ანგრევს. მხოლოდ ხვიჩაზე რომ არ ვისაუბრობროთ, ირვინ ლოსანოს მხრიდან რასპადორიზე არგაკეთებული პასი, რომელიც დიდი ალბათობით, გოლით დასრულდებოდა, ასევე გაუმართლებელი იყო.

არ ვამტკიცებთ, რომ ქართველი გარემარბი ყველა მატჩს ერთ დონეზე ატარებს, შეტევაში მას იქნებ მეტი სივრცის ათვისება/გამოყენება და ჩვეული სითამამით თამაში მოეთხოვებოდა, რაც თითქოს აკლდა, თუმცა, როცა შეიძლება ისეთი პასი მიიღოს, რომელსაც გოლად აქცევს, თვალს ვერ დავხუჭავთ.

Sportall.Ge

"კვარადონა" ართმევებზე პროდუქტიული ვნახეთ და პასის მაღალი კულტურაც რამდენჯერმე კვლავ გვაჩვენა. ჩვენებური ცენტრში გაცილებით უფრო მეტად შედიოდა, ვიდრე აქამდე გვინახავს და პარტნიორებს დროულად რომ შეემჩნიათ, მარჯვენა ფრთიდანაც აქტიურ იერიშს განახორციელებდა. თუნდაც იძულებით და ცოტა ხნით, თუმცა ხვიჩას ცენტრფორვარდად გამოყენება ის დამატებითი შესაძლებლობებია, რომლებიც სპალეტის შესაძლოა, დასჭირდეს, განსაკუთრებით, ლიგის პლეი-ოფებში და ოსიმენის (ისევე, როგორც სიმეონეს) ტრავმის ფონზე და მთავარი მწვრთნელი ამ ამბავს სათანადოდ დააკვირდებოდა...

იქნებ კრიზისთან საქმე მართლაც არ გვაქვს და სპალეტიმ "მილანთან" დაპირისპირების წინ გარკვეული სიახლეები და გეგმები არ გვაჩვენა, მაგრამ არის პრობლემები, რომელთაც ხელოვნურად ვერ დამალავ და გამოსწორება სჭირდება - გამწვავებელი პასების მეტად გაკეთება, ნაქები გუნდურობის დაბრუნება, ცენტრალურ მცველ ამირ რაჰმანის ფორმიდან ამოვარდნა თუ ნახევარდაცვაში მეტი კრეატივი იქნება. ნეაპოლური კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი დგება!..

alt"მილანთან" დაპირისპირებამდე "ნაპოლიმ" "ლეჩეს" მძიმე მატჩი მოუგო [VIDEO]

alt"ოსიმენს მოედანზე მანქანით შესვლა სურდა" - რა თქვა სპალეტიმ "ლეჩესთან" მატჩის შემდეგ

altდიდი დარტყმა "ნაპოლის" - "მილანთან" მატჩის წინ სპალეტის გუნდში ცუდი ამბებია

მკითხველის კომენტარები / 21 /
დავასხი რუის სახეზე.. სიფათი აქვს ასახევი.. ასეთ ნაგავს კლასიან გუნდში არ უნდა აჩერებდნენ.. სპალეტის ვიწრო ტვინი დაკბინა კიდევ მაგის ძაღლმა - ოსიმენით ქაჩავდა ეგ "ჭ" კლასა.. არაფერი ტრენერი არ არის.. უაზროდ მოძუნძულე ძროხა ელმასი დატოვა და ხვიჩა გამოცვალა.. გავანგრიე ნეირონები მაგის..
gaga
13 აპრილი 2023 17:42
0
რადგან ხვიჩას ოცნებაა ჩემპიონთა ლიგის მოგება, ამიტომ ძალიან მინდა წარმატებას მიაღწიოს ამ ტურნირზე. გული დამწყდება თუ წელს იმედგაცრუებული დარჩება ამ ტურნირზე, თუმცა უკვე იმდენს მიაღწია და იმხელა მუხტი შეიტანა გუნდში, უზომოდ მიხარია ამის გამო. თვითონ კმაყოფილი რომ არ არის თავისი თავით, ეგ მისი პროფესიონალიზმის დამსახურებაა. ასეც უნდა იყოს.
გუშინ ვუყურებდი არსენალი-ლივერპულის თამაშს. არსენალი ჩემპიონი ხდება და ჩემპ. ლიგის წნეხი მოხსნილი აქვს, მხოლოდ ჩემპიონატზეა გადართული. რაღაც მომენტში კარგიც კია, როცა ამდენ ფრონტზე არ იბრძვი, მაგრამ როცა 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდება შენი გუნდი, შენივე ძალისხმევით და სერია ა ს მოგებასთან ასე ახლოს არის, მეტი პირველ სეზონში რა უნდა გვინდოდეს გულშემატკივრებს არვიცი...
შარშან ამ დროს, როცა უდიდესი წნეხის მერე რუსეთს თავი დააღწია და საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა, როცა თამაშებს ველოდებოით ჩვენს ქალაქებში, რომ სტადიონზე წავსულიყავით და მისი თამაში გვენახა, ეს მომავალი მაინც გაურკვევლად გვეჩვენებოდა. მაშინ ვინმეს რომ ეთქვ, ჩენპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში ითამაშებს ხვიჩა და სერია ა ს მოგებასთან ძალიან ახლოს იქნებაო, ალბათ არ დავიჯერევდით.
აქ ვიღაცეები იმასაც წერდნენ, სკამზე დასაჯდომად მიჰყავთ და იქნებ ელმასი რომ დაიღლება მერე მისცენ შანსი ერთი 10 წუთითო. მოქმედებდა მაინც ეს ცუდი კომენტარები მაგრამ უკვე დავრწმუნდი რა მიზნითაც იყო დაწერილი. ახლაც არსებობს ის ხალხი, მაგრამ უკვე რა აზრი აქვს მათ კომენტარებს.
ასე რომ დაველოდოთ ჩეპიონთა ლიგის თამაშს და მზად ვიყოთ ყველანაირი შედეგისთვის. მილანს დიდი გამოცდილება აქვს ამ ტურნირზე, ნაპოლის არა. ამ სეზონში ნაპოლიმ და ხვიჩამ თქვეს უკვე თავიანთი სიტყვა თუმცა ლამაზი თამაშები ჯერ კიდევ წინაა...
Skeleton
10 აპრილი 2023 13:19
1
ნაპოლის თამაშზე ვიყავი და ცოცხლად ვუყურე მარიო რუის უტიფრობას... ტიპი საერთოდ არ იყურება ხვიჩასკენ, კუთხურის მომენტში კი როცა კვარა ჩაწოდებას ჩქარობდა ხელით ანიშნა დამელოდეო.. იმედია ჩემპიონობის მერე ხვიჩას ავტორიტეტი უფრო წონადი გახდება
papai
10 აპრილი 2023 10:55
1
სხვისი არ ვიცი და მე დიდი იმედი მაქვს ხვიჩასი ოთხშაბათს. მჯერა რომ მაქსიმალურად დაიხარჯება. რუის მაგივრად ოლივეირა თუ დააყენა კარგი იქნება. ოლივეირა ცოტა ზანტია, მაგრამ პასს აძლევს ხვიჩას.
დავით 67
10 აპრილი 2023 05:16
1
ახლა გამოჩნდება, (ოთხშაბათს) სპალეტი რა მწვრთნელია!
gulshematkivari0703
09 აპრილი 2023 23:07
2
Charley საღოლ კაია, მარა მთელი საქართველო ამაში მაინც ვთანხმდებით,"პასი მიეცით ბავშვს"
იეა
09 აპრილი 2023 22:33
3
რამდენჯერ და რამდენმა თქვა რომ ეგ ნაპოლი არის სოფლის გუნდიო ხვიჩას გარეშეო ..ამდენ ხანს ის ოსიმენის გამოყენებით მიათრევდა მაგ გუნდს ახლა უკვე ყველას აუვარდა თავში …ობაა ჩემპიონები ვხდებით ლიგას ფინალამდის ფავორიტები ვართო …ბევრს ფასები და ყურადღება მოემატა …ეს ფიზკულტურის მასწავლებლის ( ეგეთი ხიხო იყო ზენიტშიც და იქ შეარქვენ ზუსტად აბა კარგ მწვრთნელს ან შემდგარ ფეხბურთელს რა უნდა რუსეთში ისე ესეც ჩვენი სანიოლას დონესია) ცოდნაც და ფანტაზია მეტს ვეღარ სწვდება …მილანს გაუმართლა მაგრად ესენი რომ შეხვდნენ ….ჩემპიონობის დაკარგვა უფრო ძნელია უკვე და მივლენ რისი ვაი-ვაგლახით ….მაგრამ მომავალში ამ გუნდს არაფრის შანსი არ აქვს რომც არ გაყიდონ არავინ ათეულში მოხვედრა ( რასაც ამ სეზონის წინ იძახდა ყველა და არ გამართლდა) გაუჭირდებათ მაგრამ მე მგონი გაყიდიან ყველას ( და მართალსაც იზამენ ნაპოლი არაა დიდი კლუბი როგორც იუვე, ინტერი, მილანი თუნდაც რომა ) აი მერე იმ დიდი ფულებით რასაც ამ სეზონში იშოვნიან ვის იყიდიან სხვა პერსპექტიულ ახალგაზრდებს ვისაც უფრო მეტი ამბიციები ექნებათ …აბა აქ 90% ისე ხდება ჩემპიონი რომარც დასიზმრებიათ ოცნება კი არაა თან ყველა სოლიდურ ასაკშია და თავისი ჟინი უკვე აისრულეს ამათი ჭერი ეს არის თან ვერც წარმოედგინათ რომ ამდენს მიაღწევდნენ …და ეგეთი ხალხისთვის ეგეთი რაღაც ცხოვრებაში ერთხელ ხდებაა…( ამათ არ ყავთ ჟირუ ორჯერ მსოფლიო ფინალისტი და ჩემპიონი არც იბრა სულ ჩემპიონი რომ გონია თავი…ესენი არ არიან ბევრჯერ გამარჯვებულის მენტალიტეტით)ისაა საქმე და სანამდის აცლიან სპაგეტასაც …აი მერე არის შანსი ხვიჩას ირგვლივ ახალი ნაპოლის აშენების …მაგრამ მე მგონი ხვიჩასაც გაყიდიან და ეს ხვიჩასთვის იქნება უკეთესი ხვიჩა რომ კიდევ სუპერდონეზე ავიდეს მას ჭირდება ამ ორი მწვრთნელიდან ( ან კლოპი ან გვარდიოლა)ერთი მაინც დანარჩენი მწვრთნელები მითუმეტეს სპალიკა და სანიოლი ხვიჩას დონეს ვეღარ ქაჩავენ უკვე …არტეტაც არ იქნებოდა ცუდი მაგრამ არტეტა ასლია მაინც …და ასლს ორიგინალი სჯობს ყოველთვის !!!უბრალოდ დაიმახსავროთ თუ ის დარჩა ნაპოლიში უბრალოდ მომავალ წელიწადს დაკარგავს ის გადაიზარდა უკვე ნაპოლის დონეს ამ ნაპოლიმ თავის მვერვალს უკვე მიაღწია და აწი დაღმასვლა დაეწყება …!!! იმედია ვცდებოდე და ერთი აფეთქებაც მოაწყონ და ეგებ ფინალამდის მაინც მივიდნენ …მაგრამ იმის დამტვრევის და სანაკრებო პაუზის შემდეგ ყველა ერთიანად ამოვარდა ფორმიდან და განწირულებს უფრო გავენ მგონი შეეგუენ თავის თავთან იმას ეეე ჩვენ სასწაული უკვე ვქენით გუშინ ჭ კლასის ფეხბურთელები ( 90%) ვიყავით და დღეს სერია ა-ს ვიგებთ …!! კვარა სჯობს გაასწრო და ამ ოთხ კლუბში სიტი- ლივერ ან ბარსა- რეალი …იტალიაში მგონი მაქსიმუმი აიღე ანუ აიღებ სეზონის ბოლოს !!!!
ვააა
09 აპრილი 2023 20:31
17
ნაპოლის მიუგნეს აქილევსი ქუსლი სახელად ლობოტკა გათიშა მილანმა "გალიით" სლოვაკი და გაითიშა ავტომატურად ნაპოლის ცენტრი, პრესინგი და ბურთის ამოტანა ერთროულად , ოთხშაბათს ან მეორე ნომრად უნდა გამოიყვანოს მელოტმა გუნდი მინდორზე და ბურთი მისცენ როსონერის რომ სივრცეები არ მისცენ ლეაო სალემეკერს და კონტრებს დაელოდონ. ან მეორე, მანდ სპალეტიზეა ბევრი დამოკიდებული და ხვიჩას მისცეს სრული თავისუფლება: ცენტრი, მარცხნივ, მარჯვნივ და ეძებონ ხვიჩა. კვარა ჯარიმის მისადგომებიდან ძალიან სახიფათოა ნებისმიერს გაიყვანს გამჭოლი პასით, თვითონ თუ არ გაძვრა. მილანისთვისაც ცოტა “დამაბნეველი იქნება”. და კვარა აუცილებლად უპოვის როსონერის კლიტეს გასაღებს მაგრამ სპალეტიმ უნდა გადაყლაპოს თავისი სიამაყე და უთხრას გუნდს დატვირთეთ კვარაო. გასაგებია არ უნდა არავის არავისზე მაღლა დაყენება მაგრამ ეს დათვურ სამსახურს უწევს. ხვიჩას სივრცეებს ესენი ვერ იყენებენ და თვითონ ხვიჩა გამოიყენებს. კვარას მარცხენაზე მიჯაჭვა იმის იმედით, რომ პოლიტანო რაღაცას იზამს თვითმკვლელობის ტოლფასია ან მარიო რუი კვარას ნაჩუქარ სივრცეში რონალდოთ გარდაიქმნება და დაბობმბავს მილანის საჯარიმოს ესეც სრული ნუბიზმი.
Charley
09 აპრილი 2023 19:16
5
კარგი იქნება თუ ადგილს შეუცვლიან ხვიჩას, თორემ ყველამ დაიზეპირა რა დროს რა უნდა გააკეთოს
ზურაბ
09 აპრილი 2023 18:38
8
ნაპოლის ეტყობა ემოციური და ფიზიკური დაღლილობა! რასპადორი,ზელინსკი, ლოსანო, ლობოტკა, რახმანი და ანგისა ჩვეულ ფორმაში ვერ არიან! და ასე თუ გააგრძელეს უაეჭველად წააგებენ მილანთან ორივე შეხვედრას, ხვიჩა მარტო ვერ მოიგებს!
რობი
09 აპრილი 2023 17:35
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული