დიდი დარტყმა "ნაპოლის" - "მილანთან" მატჩის წინ სპალეტის გუნდში ცუდი ამბებია

AutoSharing Option
კამპანიური Il Mattino დღევანდელ ნომერში წერს, რომ ვიქტორ ოსიმენის თამაში ჩემპიონთა ლიგაზე "მილანის" წინააღმდეგ თითქმის გამორიცხულია.

ახლა ექიმები მაქსიმუმს ცდილობენ, რათა ნიგერიელი სათადარიგოთა სკამზე მაინც მოხვდეს და რამდენიმე წუთით შეცვლაზე შევიდეს.

ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალური არაა, მაგრამ მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების დიდი შანსი არსებობს.

სათქმელია ისიც, რომ "ნაპოლის" კიდევ ერთი ფორვარდი ჯოვანი სიმეონეც ტრავმირებულია, რაც ლუჩიანო სპალეტის დიდ თავისტკივილს უჩენს.

შეგახსენებთ, რომ "მილანისა" და "ნაპოლის" მატჩი 12 აპრილს 23:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 27 /
რა დროის ნიგერიის ნაკრები იყო წორი გადამწყვეტი თამაში
Giorgi
01:05 10-04-2023
7
მე ეს ყველაფერი ცრუ ინფორმაციული ''ომი'' მგონია. ვფიქრობ ოსიმენის ვითომ არ ყოფნას მილანის რიგებში გარკვეული დაბნეულობა იქნება როცა მოედანზე გამოვა. ასეთი რამ ხდებოდა სხვა და სხვა დროს. ფაქტია თამაში არ გვინახავს ოსიმენის ტრამვა და ფაქტია მან ითამაშა ნიგერიის ნაკრებში მთელიანი თმაში შეუცველეად.
G.LA
23:04 09-04-2023
5

სიახლეები პოპულარული