"მინდა მის დონეზე ვითამაშო" - "სასუოლოს" შემტევმა "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
"სასუოლოს" ერთ-ერთმა ლიდერმა არმან ლორიენტემ Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელია და რაფა ლეაო სერია A-ს საუკეთესო შემტევები არიან.

"კვარა და ლეაო ჩემპიონატის საუკეთესო ვინგერები არიან. მინდა მათ დონეზე ვითამაშო, ამის გასაკეთებლად კი დიდი დრო მაქვს" - განაცხადა ლორიენტემ.

იტალიური გამოცემების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ირვინ ლოსანო "ნაპოლის" დატოვებს, "პარტენოპეი" მის შემცვლელად სწორედ 24 წლის ფრანგს მოიაზრებს.

ლორიენტემ მიმდინარე სეზონში "სასუოლოს" მაისურით ყველა ტურნირზე 22 მატჩი გამართა, თავი კი 7
გატანილი გოლითა და 6 საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"მისგან განსხვავებით, ლეაო მთელ გუნდს იყოლიებს" - პანუჩიმ ქართველისა და პორტუგალიელის დუელზე ისაუბრა"

მკითხველის კომენტარები / 3 /
საკმაოდ ნიჭიერი ბიჭია, გუნდი ვერუბამს მხარს თორემ
1
ნაპოლის წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა, ლოსანოს კი აჯობებს.
ქუთაისელი
14:38 10-04-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული