La Repubblica: სპალეტი კვარაცხელიას ცენტრფორვარდის პოზიციაზე სათამაშოდ ამზადებს

AutoSharing Option
"მილანთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ "ნაპოლის" შეტევის ხაზში სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. ვიქტორ ოსიმენმა და ჯაკომო რასპადორიმ დღეს ისევ ინდივიდუალურად ივარჯიშეს, ტრავმირებული ჯოვანი სიმეონეს თამაში გამორიცხულია და თუ სიტუაცია არ შეიცვალა, მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ თავდამსხმელად ხვიჩა კვარაცხელია დააყენოს, არ დარჩება.

La Repubblica-ს ცნობით, სპალეტიმ ვარჯიშზე კვარაცხელია ცენტრფორვარდის პოზიციაზე გამოსცადა და შეიძლება "სან სიროზე" ცრუ ცხრიანის ამპლუაში სწორედ ის ვიხილოთ. ასეთ შემთხვევაში მარცხენა ფლანგზე ქართველის ადგილს ელიფ ელმასი დაიკავებს, მარჯვენა გარემარბი მატეო პოლიტანო ან
ირვინ ლოსანო იქნება, ნახევარდაცვაში კი თამაში მარიო რუის და მატიას ოლივეირასაც მოუწევთ.

დღეს დილით ოსიმენს სამედიცინო გამოკვლევას ჩაუტარებენ და ყველაფერი ამის შემდეგ გაირკვევა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ნაპოლის ძირითადი შემადგებლობიდან ოსის შემდეგ, თავით დი ლორენცო თამაშობს მაგრამ დაცვაში ვინ შეცვლის კაპიტანს?
ვახო 10
20:01 11-04-2023
1
კვარა შემოქმედია. ის ქმნის ან სხვას უქმნის. ცენტრფორვარდს კი სხვამ უნდა შეუქმნას. ასეთ პირობებში ეს სხვა ნაპოლიში იქნება ელმასი, ზელინსკი და ლოზანო, განსაკუთრებით ამ ორ უკანასკნელს კი ვიცით როგორ უყვართ პასების მიცემა. მითუმეტეს თავად ხვიჩა არ არის ბურთისთვის დიდად მებრძოლი და მპრესავი, ოსიმენის სრული ანტიპოდია ამ მხრივ. ამიტომ არამგონია ამან გაამართლოს. არაა საჭირო ახალი ველოსიპედის გამოგონება ახლა, არის რასპადორი და დადგეს თავის პოზიციაზე. ეგეც თუ დაიმტვრა და აღარ ყოფილა საშველი.. მასეთ შემთხვევაშიც კი ლოზანოს უფრო დავაყენებდი თავდამსხმელად ვიდრე ხვიჩას.
ალექს
18:53 11-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული