ოსიმენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის - იტალიური გამოცემა ახალ დეტალებზე საუბრობს

AutoSharing Option
ოთხშაბათს, 12 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "მილანი" "ნაპოლის" დაუპირისპირდება. ბოლო ცნობების მიხედვით, "პარტენოპეის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ ოსიმენმა, დიდი შანსია, აღნიშნულ მატჩში ტრავმის გამო მონაწილეობა ვერ მიიღოს.

ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნიგერიელი სამედიცინო შემოწმებას სამშაბათს გაივლის და საბოლოო გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

"ნაპოლის" ოსიმენი მხოლოდ გოლების გასატანად არ სჭირდება, ნიგერიელი გუნდის ლიდერია, თანაგუნდელებსაც იყოლიებს, ყოველთვის აგრესიულად თამაშობს და თავისუფალ ზონებს კარგად ითვისებს. ვიქტორი სამედიცინო შემოწმებას სამშაბათს გაივლის და საბოლოო გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ
გახდება ცნობილი" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ოსიმენმა "პარტენოპეის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 26 მატჩი გამართა, თავი კი 25 გატანილი გოლითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

alt"ნაპოლი" ჩამოწერეს? - ანჩელოტიმ და მალდინიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვედრა "დაგეგმეს"

altდიდი დარტყმა "ნაპოლის" - "მილანთან" მატჩის წინ სპალეტის გუნდში ცუდი ამბებია

მკითხველის კომენტარები / 4 /
ოსიმენი უნდა იყოს მოედანზე,თუნდაც პირველი ნახევარი,ის და კვარა თამაშს მოიგებენ,რამენაირად ოსიმენი თავის თავს უნდა გადაახტეს,მეორე ნახევრიდან კი ჩაჯდება ნაპოლი დაცვაში და ხვიჩა კონტრიერიშზე გამოიჭერს მილანს,ასე რომ ეხლა ჯერი ვიქტორზეა
ზაზა
12:04 11-04-2023
1
ვფიქრობ, ეს ტაქტიკური თამაშია. მილანს სხვადახსვა ვარიანტების დამუშავება მოუწევს, ოსიმენის მონაწილეობის შემთხვევაზე გათვლილი და მის გარეშე. თუ ადამიანი თამაშამდე ერთი დღით ადრე გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, წესით, მან არც უნდა ითამაშოს.
მაგრამ ვფიქრობ, ეს სპალეტის ჩანაფიქრია.
პირადად მე, რა ინფორმაციებსაც ვეცნობი, სიტუაცია მკარნახობს, რომ ოსიმენი მონაწილეობას მიიღებს თამაშში.
ამხელაზე აწეული დაძაბულობის ტემპერატურის პირობებში, ოსიმენის განაცხადში შეყვანა, დიდ მუხტს მოუმატებს ნაპოლის ფეხბურთელებს მატჩის წინ და ცოტა მაინც დამთრგუნველი იქნება მილანისთვის.
მიშა
23:31 10-04-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული