გთავაზობთ ეპიზოდს ინტერვიუდან
- გიხარიათ, როცა თქვენს შვილს ამა თუ იმ ლეგენდარულ მოთამაშეს ადარებენ?
- ხვიჩას თავისი სტილი აქვს, თავისი კერპიც ჰყავს, მაგრამ ვინმესთან შედარება მაინც არასწორი მგონია. მარადონას რომ ადარებენ, "კვარადონას" ეძახიან, ამაზე დიდი შეფასება რა უნდა იყოს?!
ჩემი შვილი ჩემი საყვარელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე რომ თამაშობს, უკვე ეს არის უდიდესი პატივი. ძალიან გამახარა ხვიჩას სიტყვებმა - მადლობა, მარადონას რომ მადარებთ, მაგრამ პირადად მე დიეგოს თავს არასდროს შევადარებ! ვეცდები, კარგი თამაშით ქომაგები გავახარო, მაგრამ შედარებები არასწორი მგონიაო. ბოლო დროს, ხშირად რომ წერენ: დროა, "ნაპოლის" 10-ნომრიანი მაისური ხვიჩამ გადაიბაროსო, შანსი არ არის! მეც არასდროს დავუჭერ მხარს ასეთ რაღაცას - 10 ნომერი მარადონასი იყო და მუდამ მისი იქნება! "ნაპოლიში" ხვიჩა არასდროს ჩაიცვამს 10-ნომრიან მაისურს! არც გადავა იტალიის სხვა კლუბში. მაგალითად, "ფიორენტინაში" შეიძლება ჩაიცვას 10 ნომერი, "სასუოლოში" ან "ლაციოში", მაგრამ ნეაპოლში - არასდროს! ხვიჩამ უკვე გააუმჯობესა რამდენიმე რეკორდი, თუმცა დიეგო "ფეხბურთის ღმერთია" და სხვა განზომილებაშია. მარადონამ რაც გააკეთა, ნეტავ ხვიჩამ იმის ნახევარს მიაღწიოს.
- ცოტა ხნის წინ ხვიჩამ თავისი საყვარელი მოთამაშისგან - გუტისგან, მიიღო საჩუქრად ავტოგრაფიანი მაისური... იქვე თქვა, მეც მაქვს გუტისთვის საჩუქარი და გავუგზავნიო... ხომ არ უთქვამს, რა უნდა აჩუქოს?
- არ გვეუბნება და არც ჩვენ ვეკითხებით. ისე, ხვიჩას სხვების გახარება უფრო უყვარს, ვიდრე საჩუქრების მიღება. ჩვენთვის მთავარი საჩუქარი მაინც ის არის, ნეაპოლის "დიეგო არმანდო მარადონაზე" შეკრებილი 55 ათასი მაყურებელი "კვარაცხელიას" რომ გაჰყვირის.
- არ გვეუბნება და არც ჩვენ ვეკითხებით. ისე, ხვიჩას სხვების გახარება უფრო უყვარს, ვიდრე საჩუქრების მიღება. ჩვენთვის მთავარი საჩუქარი მაინც ის არის, ნეაპოლის "დიეგო არმანდო მარადონაზე" შეკრებილი 55 ათასი მაყურებელი "კვარაცხელიას" რომ გაჰყვირის.
არგენტინის ნაკრებამდე ჩვენი ნაკრები ვერ მივა. მაგრამ საკლუბო დონეზე გააჩნია ნაპოლიში რამდენ ხანს დარჩება ხვიჩა და რას მიაღწევს. ხალხი განსაზღვარვს ყველაფერს და ამას ვერავინ იწინასწარმეტყველებს ახლა. მე პირადად ნაპოლიში მაქსიმუმ ერთ სეზონზე მეტს არც ურჩევდი დარჩენას და გრანდში გადასვლას უსურვებდი.
მარადონას ნეაპოლელბი ადარებენ და თვითონ ხვიჩა ძალიან თავმდაბლურად იღებს. როდის თქვა მარადონა ვაროო?
ან წაკითხულიდან ვერ გამოგაქვთ აზრი და ან პრობლემები გაქვთ.
შეგიძლიათ მაგალითი აიღოთ ამ ადამიანებისგან, ისინი არასდროს ლანძღავენ სხვებს. თუმცა ვისაც ღირსება არ გააჩნია, სხვის ღირსებას ვერც დაინახავს.